"ნოვი სადში სასტუმრო "შერატონში" დავბანაკდით, აქ საუკეთესო პირობები შეგვიქმნეს. მოთამაშეები მძიმე სეზონის შემდეგ დაღლილები არიან და ძალიან არ დამიტვირთავს.
ჩვენთვის ყოველი შემდეგი თამაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოსთან მძიმე მატჩი გველის, რადგან ამ გუნდს მეორე ეტაპისთვის ქულები სჭირდება. გაგვიჭირდება იმიტომ, რომ მათ ლიდერი თორნიკე შენგელია დაეხმარება, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
გვაქვს პრობლემები, ტრავმირებულია სტევან იელოვაცი, ჯორჯე გაგიჩმა ირანთან ამხანაგურ მატჩში
საქართველოს შემდეგ გერმანიას ვმასპინძლობთ და გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი მაქვს".
ჯორჯევიჩის განკარგულებაში შემდეგი კალათბურთელები არიან:
ბობან მარიანოვიჩი (კლიპერსი, NBA)
ილია ჯოკოვიჩი (ბორაცი, სერბეთი)
ნემანია ნედოვიჩი (უნიკახა, ესპანეთი)
ალეკს ავრამოვიჩი (ვარეზე, იტალია)
ნიკოლა მილუტინოვი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი)
ვასილიე მიჩიჩი (ჟალგირისი,ლიეტუვა)
სტეფან პენო (ალბა, გერმანია)
ოგნიენ დობრიჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი)
დრაგან მიროსავლიევიჩი (უნიკახა, ესპანეთი)
მარკო სიმონოვიჩი (ზენიტი, რუსეთი)
ჯორჯე გაგიჩი (პარტიზანი, სერბეთი)
სტევან იელოვაცი (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი)
დეიან ტოდოროვიჩი (ბილბაო, ესპანეთი)
დეიან დავიდოვაცი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი)
ალეკს რადანოვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი)