ილიას ზუროსი: მეტად აგრესიული თამაში გვმართებდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, სერბეთთან ჩატარებულ შეხვედრაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- პირველ რიგში მადლობა ნაკრებს, მადლობა გულშემატკივრებს და ქვეყანას. წაგება არის ნორმალური ამბავი, მაგრამ ჩვენ გვმართებდა მეტად აგრესიული თამაში და სხვა შედეგის დაფიქსირება.

კალათბურთში არის კარგი და ცუდი მომენტები, სამწუხაროდ დღევანდელი დღე ჩვენთვის ცუდი მომენტი იყო. ბევრ კალათბურთელს ჰქონდა პრობლემები და არ იყო შესაბამისად მომზადებული, თუმცა გადავხედავთ შეცდომებს და შემდეგი თამაშისთვის საფუძვლიანად მოვემზადებით.

სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მათთან ბევრი კალათბურთელია, რომელიც წამყვან გუნდებში თამაშობს. ამ დროს კი ჩვენთან
სანაძე-ცინცაძეს დიდი ხანია არ უთამაშია. თორნიკე შენგელიას, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რადგან გადატვირთული სეზონის შემდეგ დაიღალა.

დებიუტანტებით კმაყოფილი ვარ, მამუკელაშვილსა და ანდრონიკაშვილს აქვს დიდი ნიჭი. ისინი ნაკრების მომავალი არიან. მათ უნდა შეცვალონ სანიკიძე, ფაჩულია, მარკოიშვილი და ა.შ.

altთორნიკე შენგელია: პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ

altსერბების თავკაცი: საქართველოს ნაკრები პარკეტს მიღმა იყო

altსროლების სიზუსტე კატასტროფულია - სერბეთმა საქართველოს ნაკრები გაანადგურა


მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ვიცი, ისე ძალიან კმაყოფილი სახით კი ზის
ალეკო
13:28 01-07-2018
1
შეგეყვანა მერე ბოისა და აგრესიული თამაში იქნებოდა :))))))))))))))))))))))
borgati
13:39 30-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული