ილიას ზუროსი: მეტად აგრესიული თამაში გვმართებდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, სერბეთთან ჩატარებულ შეხვედრაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- პირველ რიგში მადლობა ნაკრებს, მადლობა გულშემატკივრებს და ქვეყანას. წაგება არის ნორმალური ამბავი, მაგრამ ჩვენ გვმართებდა მეტად აგრესიული თამაში და სხვა შედეგის დაფიქსირება.

კალათბურთში არის კარგი და ცუდი მომენტები, სამწუხაროდ დღევანდელი დღე ჩვენთვის ცუდი მომენტი იყო. ბევრ კალათბურთელს ჰქონდა პრობლემები და არ იყო შესაბამისად მომზადებული, თუმცა გადავხედავთ შეცდომებს და შემდეგი თამაშისთვის საფუძვლიანად მოვემზადებით.

სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მათთან ბევრი კალათბურთელია, რომელიც წამყვან გუნდებში თამაშობს. ამ დროს კი ჩვენთან
სანაძე-ცინცაძეს დიდი ხანია არ უთამაშია. თორნიკე შენგელიას, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რადგან გადატვირთული სეზონის შემდეგ დაიღალა.

დებიუტანტებით კმაყოფილი ვარ, მამუკელაშვილსა და ანდრონიკაშვილს აქვს დიდი ნიჭი. ისინი ნაკრების მომავალი არიან. მათ უნდა შეცვალონ სანიკიძე, ფაჩულია, მარკოიშვილი და ა.შ.

altთორნიკე შენგელია: პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ

altსერბების თავკაცი: საქართველოს ნაკრები პარკეტს მიღმა იყო

altსროლების სიზუსტე კატასტროფულია - სერბეთმა საქართველოს ნაკრები გაანადგურა


მკითხველის კომენტარები / 5 /
და რატომ მიეცი ცინცაძეს ამხელა ფუნქცია??? ბყრთს არ აძლევდა ახალ ამერიკელს და დაათრევდა უაზროდ. რატომ ათამაშე ორივე ერთად? ორი შედარებით დაბალი ვერც შეტევაში გამოდგნენ და დაცვაში საერთოდ ჩავარდა მაგ დროს. დღეს ზუროსისგან ბევრი გაუგებარი გადაწყვეტილევა იყო, მართლა არ ველოდი
პაატა
22:24 29-06-2018
4
გეთამაშათ მერე აგრესიული კალათბურთი,ვინ დაგიშალათ,მე გეტყვით ზუროსებო ამაში ვინაა დამნაშავე,თქვენი კვალიფიკაცია,ძალიან დაბალი დონე ხართ,დაწყებული ფედერაციის პრეზიდენტიდან,ფედერაციიდან,ზუროსიდან და მწვრთნელთა შტაბიდან დამთავრებული.ვაი და უი ის არის,რომ ანალიზის გაკეთების უნარი არა გაქვთ,ანალიზი თუ არ გააკეთე სწორად,თამაშს,როგორ გამოასწორებ?ასეა ფეხბურთშიც,საქართველოშიც და ჩამოყვანილ მწვრთნელებს შორის სწორ ანალიზს ვერავინ ვერ აკეთებთ და შედეგიც სახეზეა,სულ ერთი და იგივე შეცდომები.ბოლოს ერთი რამე უნდა ვთქვა ჩემო თანამემამულენო,ამაში ალბად თქვენც დამეთანხმებით:ზუროსი,ვაისი,ჰეიგი და სხვები კარგები,რომ იყვნენ,მათ საქართველოში ვინ გამოუშვებდა ხალხო,ეს ხალხი არის არამოთხოვნადი,დაბალი კვალიფიკაციის მქონე ვაი სპეციალისტები და ჩვენ ვართ ამ ხლამის დამსაქმებლები,ამიტომ ამ შემთხვევაში შედეგი არ იქნება,დროა გავახილოთ თვალები და გამოვიფხიკოთ ყურები.
roma
13:32 30-06-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული