"პრობლემების მიზეზი კალათბურთელთა დიდი ნაწილის არასათანადო ფიზიკური მდგომარეობა გახლავთ. მაგალითისთვის, დუდა სანაძემ და გიორგი ცინცაძემ ოპერაციის შემდეგ პრაქტიკულად პირველი მატჩი ჩაატარეს. შექმნილ ვითარებაში ბევრი სირთულე შეგვექმნა, მაგრამ ახლა მხოლოდ ავსტრიასთან წარმატებულ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები.
მეტოქეს უფრო აგრესიულად უნდა ვეთამაშოთ. ცხადია, უკეთესი თამაში გვმართებს და საამისოდ მომზადებულები ვართ. რთული მატჩი გველის. ავსტრია ძლიერი გუნდია. თხოვნა მაქვს ქართველ გულშემატკივრებთან – მოდით და ჩვეულებისამებრ გვიქომაგეთ. ამ სიტუაციაში თქვენი
რაც შეეხება დებიუტანტებს, ეს ბიჭები საკმაოდ პერსპექტიულები არიან და მათ ბევრი მუშაობა მართებთ, რათა ყოველდღიური მძიმე გარჯით პროგრესს მიაღწიონ", – აღნიშნა ზუროსმა.
საქართველო VS ავსტრია - როცა უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს...
ილიას ზუროსი: მეტად აგრესიული თამაში გვმართებდა