საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრიასთან (98:73) გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის საგზური მოიპოვა.
ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტრიასთან მესამე ადგილი დაიკავა. ფიბას წესების თანახმად, მომდევნო ეტაპზე გასულ გუნდებს პირველ ჯგუფში მოპოვებული ქულები გადაჰყვათ.
საქართველოს ნაკრების მეორე ჯგუფში (თავის ჩათვლით) სულ 6 გუნდი იქნება. ესენია: გერმანია, საბერძნეთი, სერბეთი, ისრაელი და ესტონეთი.
ამ დროისთვის L ჯგუფში მდგომარეობა ასეთია:
როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრები 8 ქულით მე-5 ადგილზეა. აქვე, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ მოგებისთვის 2 ქულა იწერება, ხოლო წაგებისთვის - 1.
ჯგუფიდან სამი გუნდი პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის. დღევანდელი მდგომარეობით, გერმანია და საბერძნეთი უპირობო ფავორიტები არიან.
ორივე ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად მინიმუმ 3-3 მოგება სჭირდება.
რაც შეეხება საქართველოს, რეალობასთან ყველაზე ახლო ვარიანტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანს, მესამე ადგილის დაკავებაა.
ამ შემთხვევაში სერბეთმა მინიმუმ 3 შეხვედრა უნდა წააგოს, ხოლო ჩვენ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ.
თუმცა, პრაქტიკულად, სერბეთის სამი მარცხი რთული წარმოსადგენია, მაგრამ სერბეთი ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელების გარეშე ბევრად სუსტი ნაკრებია, ვიდრე მათთან ერთად.
რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს სხვა ვარიანტები, მაგრამ ნაკლებად რეალურია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის შეხვედრები 13 და 16 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს სტუმრად ისრაელთან, 13 სექტემბერს გამართავს. ევრობასკეტზე ისრაელი (104:91) საკუთარ სამშობლოში უკვე დავამარცხეთ.
მეორე შეხვედრას საქართველო საბერძნეთის ნაკრებთან თბილისში, 16 სექტემბერს გამართავს. გასულ ზაფხულს აკროპოლისის თასზე ბერძნებს ანგარიშით 72:71 მოვუგეთ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ჯერ კიდევ გაურკვეველია ევროლიგაზე მოთამაშე კალათბურთელების საკითხი, ფიბა და ევროლიგა ვერა და ვერ შეთანხმდნენ.
მომავალ სეზონში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ევროლიგაზე აღარ ასპარეზობს. შესაბამისად, შერმადინი ნაკრებს სექტემბერში დაეხმარება. მან ამის შესახებ დასტური ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ტელევიზიებს განუცხადა.
მომავალი შეხვედრებისთვის, წესით, უკვე მზად უნდა იყოს ბექა ბურჯანაძეც. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილის, მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და სავარაუდოდ, ის ნაკრებს სექტემბერშიც ვერ დაეხმარება.
სერბეთმა სამი რომ წააგოს და სამი მოიგოს ექნება 19 ქულა, მაშინ ჩვენ უნდა მოვიგოთ 5 და გვექნება 19 ქულა. ბურთებით მაინც სერბია გადის.
იქნებ გავანებოთ უაზრო არითმეტიკას თავი და ახალი გუნდის შექმნა დავიწყოთ სერიოზულად. ტრენერმა უკვე დაიწყო, იქნებ ჟურნალისტებიც ამ ვერსიას მიაწვეთ?