ილიას ზუროსმა მსოფლიოს შესარჩევი ეტაპისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 13 და 16 სექტემბერს მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩებს გამართავს თელ-ავივსა და თბილისში.

საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოდან "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე გაფართოებული შემადგენლობით ემზადება. ილიას ზუროსმა თავდაპირველად 19 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგან მოახლოებული მატჩებისთვის 12 მოთამაშე შეარჩია.

ეროვნული ნაკრები 12 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრება ისრაელში, სადაც 13-ში, თელ-ავივის "ნოკია არენაზე", ჩვენი დროით 21:00 საათზე ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის ყურება "პირველ არხზე" შეგეძლებათ. ისევე, როგორც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს
ნაკრები მეორეშიც 6 მატჩს გამართავს.

ჩვენი მეტოქეები იქნებიან ისრაელის, ესტონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები, რომლებსაც ილიას ზუროსის გუნდი გასვლა-სახლის პრინციპით დაუპირისპირდება.

პირველი ეტაპის შემდეგ მოხდა ჯგუფების გაერთიანება, ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან გაერთიანდა.

პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან გერმანია და საბერძნეთი, რომლებსაც პირველი ეტაპიდან 6 გამარჯვება გადმოჰყვათ. საქართველოს 2 მოგება აქვს, ხოლო ჩვენს უახლოეს მეტოქე ისრაელს - 3. ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები გადის.

Sportall.Ge

ისრაელთან ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

altმეტ ჯენინგმა საქართველოს პასპორტი აიღო - ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

altსაქართველოს ერთადერთი რეალური ვარიანტი - როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე?



მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბოისა აღარაა, რა ბედნიერებაა.)))
dato
15:58 11-09-2018
1
მადლობთ რომ ოპერატიულად უპასუხეთ მოთხოვნას ინფორმაციის მოწოდების შესახებ, თუმცა უნდა ავღნიშნო კიდევ ერთხელ რომ დაგვიანებული კი არის. შემადგენლობის მიხედვით, უნდა ვივარაუდოთ რომ მსოფლიოზე მოხვედრის აღარ გვჯერა, ერთგვარი კაპიტულაცია გამოვაცხადეთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ალბათ სჯობდა რომ უფრო ახალგაზრდებზე გაკეთებულიყო აქცენტი. ალბათ ანდრონიკაშვილი ცინცაძისგან რაღაცას ისწავლის, მაგრამ ალბათ სჯობდა ცინცაძეს სანიკიძისთვის, ფაჩულიასთვის მიებაძა და ეროვნული მაისური გადაედო, თავის დროზე მართლაც გამორჩეული იყო, ბევრი სამახსოვრო მომენტი აჩუქა გულშემატკივარს, თუმცა მისი ბოლოდროინდელი თამაში რბილად რომ ვთქვათ ამ მოგონებებს აქარწყლებს. ამ მხრივ ჩავთვალოთ რომ გამთამაშებლის გარეშე ვართ. სამაგიეროდ მსროლელების სიჭარბეა, იმ პოზიციაზე სადაც სანაძის გაბრწყინების იმედი ჯერ კიდევ გვრჩება, პლიუს ბოქოლიშვილი/ბერიშვილის ტანდემმა მოულოდნელად, საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი პირველ შესარჩევში. ჯენინგსი კარგია, მაგრამ გამთამაშებლის გარეშე ვერაფერს გახდება, პასებით მომარაგება სჭირდება. ფაქტია რომ იზრაელი/საბერძნეთს უკანა ხაზის გარეშე ვეთამაშებით და პრაქტიკულად უშანსოდ ვართ, რადგანაც ეს ორივე ნაკრები სწორედ უკანა ხაზით არის გამორჩეული. ცინცაძეც და ანდრონიკაშვილიც მინიმალური დაცვის უზრუნველყოფას ვერ შეძლებენ, ორივე ასაკის გამო. საინტერესოა, თუ არის შესაძლებელი თამაშიდან თამაშამდე ლეგიონერის (ნატურალიზებული) გამოცვლა? 4 ნომერზე მოუწევს თოკოს 40 წუთის თამაში, თუმცა ეს 1-2 თამაში, და მერე? ევროლიგა რომ დაიწყება? უკაცრავად, მაგრამ ლონდარიძეს დონე საქართველოს ჩემპიონატს ვერ გასცდა, ჯარიმების წყაროა და 2-3 წუთში გუნდს ლიმიტში გაიყვანს. ამიტომ ვფიქრობ რომ ამ პოზიციაზეც შეიძლებოდა მამუკელაშვილის წაყვანა, გამოცდილებას მაინც მიიღებდა, თუ გასვლაზე აღარ ვფიქრობთ. 5 ნომერი ერთადერთი პოზიციაა და უალტერნატივო. ბოლოს მადლობა ფედერაციას და ზუროსს რომ ბოისას "დასვენების" შესაძლებლობა მისცა:) ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები ჩვენ ბიჭებს, და იმედი მაქვს, იგივე ჟინს და მონდომებას გამოავლენენ როგორც გერმანიაში და სერბეთში და რა იცი რა ხდება, ზუროსი კარგი მწვრთნელია ნამდვილად და შეიძლება სასწაულიც მოხდეს.
ფანი
16:27 11-09-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული