საქართველოს ნაკრებმა ისრაელს პირველი ტაიმი 12-ქულიანი სხვაობით მოუგო

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი ისრაელისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 37:49 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, შერმადინი, ჯენინგი, ცინცაძე, სანაძე. პირველ მეოთხედში ორივე გუნდი შეტევაში უკეთ თამაშობდა, ვიდრე დაცვაში. ჩვენი გუნდი სამწამიანში ადვილად ატარებდა მეტოქეს და ზუროსმა სწრაფი კოენის გასანეიტრალებლად შერმადინის ნაცვლად ბითაძე შეუშვა შეცვლაზე.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლები მე-8 წუთზე წინ გაიჭრნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა და პირველი პერიოდი 26:23 მოვიგეთ. ამ 26 ქულიდან 13 შენგელიას
ანგარიშზე იყო, რომელსაც სამქულიანები წაუვიდა.

შუა მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 9 ქულით დაწინაურდა, რაც უკვე კარგი ფორა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან ოთხივე სამქულიანი ჩაგდო სანაძემ. თამაში წაუვიდა ჩვენი გუნდის ახალწვეულ ჯენინგსაც.

პირველი ტაიმი 37:49 დასრულდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ თუ ადრე მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემა იყო, ამჯერად შეცვლაზე შესულებიც მშვენივრად ჩაერთვნენ თამაშში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული