მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ - TKT.GE-ზე მიმდინარეობს, თუმცა დღეიდან გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა სპორტის სასახლის სალაროებშიც შეეძლებათ.
სპორტის სასახლის სალაროები 14, 15 და 16 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს გულშემატკივრებს, 16 სექტემბერს, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების და გზებზე არსებული საცობების გათვალისწინებით, საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მობრძანდნენ მინიმუმ 1 საათით ადრე.
მაყურებელს
ყველა გულშემატკივარს დაურიგდება საქომაგო ფლაერი, რომელზეც დატანილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ფლაერის გამოყენების მარტივი წესი.
ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
შეგახსენებთ, რომ მატჩის ყურება "პირველ არხზე" იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით