საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი
გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

altნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

altმეტ ჯენინგი: ატმოსფერომ დიდი გავლენა იქონია თამაშზე

მკითხველის კომენტარები / 93 /
ეს უკვე მეტის მეტია დააბით მატჩის დროს ზუროსი, მაგ ვერ ხვდება, რომ ასე ნერვიულობის გამოხატვა მოთამაშეებზე გადადის თანაც ეს ტეხნიკურები დიდი ზარალის მომტანია,
დათო
17 სექტემბერი 2018 10:44
1
ბოლო 88 წამში 7:0 არ უნდა წაგვეგო. ცინცაძის მიერ ბურთის დაკარგვის, მისივე აცილებისა და შენგელიას გარბენის მიუხედავად ბურთი ცოტა მეტხანს უნდა შეგვენარჩუნებინა, სულ 5-6 წამით მეტხანს. გასაგებია დაძაბულობა, ნერვები, მაგრამ ეს პირველ რიგში მწვრთნელის ხარვეზია!
მერაბ გ.
17 სექტემბერი 2018 09:26
6
დარჩენილი წამების გათვალისწინებით მწვრთნელს უნდა მიეთითებინა, რომ დრო მაქსიმალურად ბოლომდე გაეყვანათ ბურთის გათამაშებით და მხოლოდ ბოლო წამებზე ესროლათ
ბორა
17 სექტემბერი 2018 13:19
0
რა არის მწვრთნელების ბრალი, ცინცაძემ ბურთი რომ დაკარგა, მერე ვერ ჩააგდო, თუ შენგელიას ნასროლი ბურთი ე.წ. "ატსკოკით" ბერძნებს რომ მიუვიდათ. ის ზუროსი სწორედ იმიტომ ყვირის, ზოგჯერ მის დავალებებს რომ ვერ ასრულებენ, თორემ ეგეთი მწვრთნელი ევროპაში არ არის. ამ გუნდით მაქსიმუმზე მეტს აღწევენ. ცინცაძემ კი მართლა ჩააგდო თამაში. დაკარგვები, გაფუჭებული სამქულიანები. რამდენჯერმე პასი არ მისცა სასროლ პოზიციაზე მყოფ ჯენინგს, რომელიც დღევანდელ საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მსროლელია.
კოტე
17 სექტემბერი 2018 10:45
2
მაინც მაგარი ნაკრები გვყავს
P.S მანუ რო გვყოლოდა ამ თამაშს მოვიგებდით
შაკო
17 სექტემბერი 2018 00:02
0
ნერვებმა გვიმტყუნა და მხოლოდ ეს არის მიზეზი. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა : ჯარიმაზე უნდა წამოგვეგო მეტოქე. თოკოს ბოლო სროლა საერთოდ არ იყო საჭირო მთლიანი გუნდით შეტევაში წასული გუნდისთვის, ჯობდა ცოტა ადრე ცენტრისთვის მიგვეცა პასი. ცინცაძეს დაკარგვა ელემენტარულ სიტუაციაში(მერამდენე შემთხვევაა გადამწყვეტ მომენტში ბურთს მეტოქეს აბარებს).
თაზო
16 სექტემბერი 2018 23:21
0
არვიცი რავთქვა.. ყველაფერი იყო, მთელი სული და გული იყო და ასეთი დასასრული მეარვცი.. პ.ს იმათ ვინც თამაშზე ვერ მოხვედით, ქართველი გულშემატკივარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, დარბაზში საოცარი გარემო იყო, საოცარი!
BIANKONERI
16 სექტემბერი 2018 23:15
0
ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გულშემატკივრების , ესეთი მაგარი ემოცია მე პირადად არ მახსოვს , სასწაული გარემო იყოო , მადლობა თითოეულ ქართველს , რომლისთვისაც დროშა , ჰიმნი და სამშობლო ყველაფერზე ძვირფასია . მიუხედავად დასანანი წაგებისა , ალბად ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება , თუმცა მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ არაერთი ასეთი ემოცია გველოდებ წინ , ოღონდ წაგების გარეშე .
ATP 31
17 სექტემბერი 2018 08:11
0
ბითაძემ მაგრა მოუმატა.ფიზიკურად ძლიერდება.ეგ აკლდა მაგ ბიჭს.ჯერ 19 წლისაა არ დაგავიწყდეთ.ეგ ფაჩულიას აჯობებს.ერთი ორი ისეთი ჩატენა,მთელი საბერძნეთი მხრებზე ჩამოეკიდა.ძირითადად ბიჭებს მადლობა.წავაგეთ მარა იმედი გაგვიჩინეთ.გვიყვარხართ.ძაან მაგრები ხართ.მასე გააგრძელეთ.გამარჯვებები აუცილებლად მოვა
rustavi
16 სექტემბერი 2018 22:53
1
მეც მგონია, რომ აჯობებს. ძალიან მიხარია რომ მოუმატა. საბერძნეთთან წაგებას არ გადაუწყვეტია ჩვენი ბედი, მაგრამ თავისუფლად შეგვეძლო მოგება. მომავალ წელს აშკარად უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. გაიხსენეთ სულ ცოტა ხნის წინ რა გუნდი გვყავდა
გგგ
16 სექტემბერი 2018 23:37
1
მოხსნა და ბლოკი სასწაული აქვს
გიორგი
16 სექტემბერი 2018 23:18
0
მადლობა ბიჭებს, მათ ვინც ითამაშა. მაგრამ ობიექტურად!! პირველი ნომრის პოზიციაზე რომ გეყოლება მოთამაშე რომელიც ორი თამაშის განმავლობაში 4!!!!!! ქულას ჩააგდებს (საბერძნეთის ნაკრებში იგივე პოზიციაზე მოთამაშემ 31 ქულა ჩააგდო), უამრავ ტაქტიკურ შეცდომას დაუშვებს, ბევრ ბურთს დაკარგავს, ძირითადი ხუთეულის ცენტრი რომელიც ვერ დარბის, ვერ ისვრის და ა.შ. საბერძნეთის დონის გუნდთან ძალიან ძნელია მოგება.... ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია!!!!
გიგა
16 სექტემბერი 2018 22:19
7
საერთოდ, კალათბურთზე წარმოდგენა გაქვს?!
კოტე
17 სექტემბერი 2018 11:10
2
შიგ ავლაბრის რეზიდენციაში ჩაგვახტნენ
დეივიდ ჰიუმი
16 სექტემბერი 2018 22:16
6
აბა, შიგ რეზიდანეციაში, შიგ ადმინისტრაციაში!
გიორგი
16 სექტემბერი 2018 23:03
3
ადმინ - მაგარი ბლოკი და სინკარი ხარ!
ზაზა
16 სექტემბერი 2018 23:01
4
ყველა გამოხმაურება
ეხ მაგარი სამწუხაროა. აწი კალათბურთის ყურებას არ ვაპირებ , დამაწყდა ნერვები
toka
16 სექტემბერი 2018 22:13
14
ვეთანხმები 100%-ით!!! ადრეც დავწერე და ეხლაც გავმეორდები: ზუროსი არის საშუალო დონის მწვრთნელი, დღემდე ვერ გამიგია როგორ არჩიეს ზუროსი კოკოშკოვს?! ისრაელთან ბოლოს გაგვიმართლა, თორემ მაგ თამაშსაც წავაგენდით. მესამე მეოთხედში დღესაც იგივე მოხდა...თამაშის ბოლო წუთი ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. გუნდი ფაქტიურად უმწვრთნელოდ თამაშობდა. კიდევ ერთი: რატომ ათამაშა კალატესთან ცინცაძე საერთოდ გაუგებარია! რასაც ქვია ისეირნა კალატესმა ჩვენს ფარქვეშ... არ ვიცი რა, მწვრთნელის ამ დონის შეცდომებით ნაკრებს რა შანსი უნდა ჰქონდეს?! არადა მაგარი ბიჭები გვყავს
???-ს
16 სექტემბერი 2018 22:13
31
კოკოშკოვი რომ სჯობს ზუროსს ორი აზრი არაა, ამას ნაკლებს უხდიან ალბათ.
dato
17 სექტემბერი 2018 10:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული