საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი
გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

altნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

altმეტ ჯენინგი: ატმოსფერომ დიდი გავლენა იქონია თამაშზე

მკითხველის კომენტარები / 93 /
ლაივის ყურებას გული ვერ გამიძლებდა და მხოლოდ ტოტალიზატორის ლაივ სტრიმს ვუყურებდი სადაც თამაშის ბოლო მეოთხედში ეწერა ჩვენზე რო გვქონდა მხოლოდ ერთი ფოლი? ეს თუ მართალია და საიტმა არ გაჭედა იმ სამს როცა დარჩენილია 02წამი ვის ვუნახავდით? ცინცაძეს ისრაელტან იმ ცაში აყვანამ აი რა უქნა ასე გუშინ დაწყებული მოთამაშეები არშვებიან ტიპებს 7 ჯარიმა ქონდათ რატო უნდა ესროლო სამიანი ადრე როცა შესვლა ჯობია?
ნოდო
16 სექტემბერი 2018 21:17
2
სულ რომ არ ესროლათ ის ჯობდა
გიორგი
16 სექტემბერი 2018 22:17
0
ცინცაძეს ფაქტიურად შემვცლელი არ ყავდა, მგონია ბოლო შეცდომაც ამის ბრალი იყო. მაგრამ კარგიც არ უნდა დავუკარგოთ კაცს. უიღბლოთ წავაგეთ, მაგრამ საბერძნეთთან ასეთი თამაში მოგების ტოლფასია. როგორ გაუხარდათ მოგება ზუსტად ამის დასტურია. მე ამაყი ვარ ჩვენი ნაკრებით. დიდი მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის.
გიორგი
16 სექტემბერი 2018 21:16
3
მაინც ვაგებთ და ვინმე ახაგაზრდა დააყენონ არ ჯობია. ტყუილად ადგიკს იკავეს ფაცაცია კიდე. 10 წელია ნაკრებშია და ისწვ იმ დონეზე დარჩა რაც იყო.უფრო უარესად თამაშობს კიდე.აღარ უნდა დაძახო მაგას და ცინცაძეს ნკრებში. დაგვაწყვიტეს ნერვები უკვე რამდენი წელია....
დაცვაში ერთხელ არ გადასულა კალატისზე რო ხელი შეეშალა და სე ჩააგდებდა ის კაცი აბა რას იზამდა....
gg
16 სექტემბერი 2018 21:14
0
კაცი (ცინცაძე) დაბერდა და ვერავინ შეაგნებინა მაინც, რომ თავდაჯერებულობა და თავხედობა ერთი და იგივე არ არის. ასეთ უპასუხისმგებლო კაცი ბოლო, გადამწყვეტ წუთებში მაინც უნდა მოაშორო პარკეტს. მშვენიერი მატჩი ჰქონდა დღეს, მაგრამ რად გინდა, საკუთარი და მთელი გუნდის ნაჯაფარიც ერთ წამში გაატარა ქარს. გამთამაშებელს მარტო მარჯვე ხელები კი არა, საღი გონებაც სჭირდება!
cotne
16 სექტემბერი 2018 21:11
0
გამთამაშებლისთვის გონებაა მთავარი ნებისმიერ სპორტში
imereli
17 სექტემბერი 2018 14:17
0
Ar dadga dro cincadzem daaxvios nakrebidan reebs aketebs
Gaguuuu
16 სექტემბერი 2018 21:10
10
ამის დრო დადგა კი არა გავიდა, მაგრამ სხვით რომ ვერ ვანაცვლებთ უკეთესით? აგერ ფაცაციააა მაგის სამწუხარო მაგალითი
zaza
16 სექტემბერი 2018 22:14
1
წერეთ ახლა ისევ ზუროსის სადიდებელი, ფარქვეშ არაფერი გამოსდიოდათ ბერძნებს და პერიმეტრიდან გვიტევდნენ მხოლოდ და ჩვენ ვერ ავწიეთ ხაზი და 8 ნომერზე ოდნავ ვერ მივიწიეთ ახლოს მთელი თამაში. 24 წამი გვეწურებოდა ხშირად და ფაცაცია რომ არ უნდა გამოეყვანა და სხვანაირი გადაწყობით დაესვენებინა ცინცაძე ეს მას უფრო უნდა ცოდნოდა მითუმეტეს პირველი შემთხვევის შემდეგ. ბოლოს კი როგორ უნდა მოახერხო ასეთი რამ: 1:28 წამში 0:7 ??? ბოლო 27 წამში ფარქვეშ შეტევის ნაცვლად, სადაც დიდი შანსია ჯარიმის აღების დგას გუნდი. და თუ დროის გაყვანას აპირებდნენ და ბოლოს ბურთის გადაგდებას (საერთოდ გადაეგდოთ მოედნის გარეთ ჯობდა) დაცვისკენ ხომ უნდა მდგარიყო გუნდი რომ სწრაფი შეტევა შეეფერხებინათ - საკუთარი 3 წამიანიდან წამოიღეს და ფარქვეშიდან ჩაგვიგდეს !!! პერომეტრიდან, საშუალოდან ჩაგდებით მოგებული ბევრი გვინახავს, მაგრამ ასეთი რამ??? ჩაიყარა წყალში ბიჭების მონდომება, ამას ვამბობდი ისრაელთან მოგების შემდეგ.
???
16 სექტემბერი 2018 21:10
3
-ზუროსმა წააგო ეს თამაში!!!
d. iokuzuna
16 სექტემბერი 2018 22:29
2
მოკლედ ეგ ცინცაძე ქულებს თუ აკეთებს, მერე ამოაზღვევს ხოლმე. ჯობია ისევ ქულები არ გააკეთოს.
ddgfdf
16 სექტემბერი 2018 21:10
2
მეორე თამაშია ამხელა უპირატესობას ვანიავებთ...ვერ გავიგე მესამე მეოთხედში რა ემართება ზუროსს??? ცინცაძეს მადლობა წლების მანძილზე მონიჭებული სიხარულისთვის, მაგრამ მაგის თამაში უკვე პრობლემა გახდა! დაცვაში დიდად არასდროს გამოირჩეოდა, დღეს შეტევაშიც კაი გვარიანად აზარალა გუნდი. მოკლედ რა, ასეთი თამაშის წაგებას მოხერხება უნდოდა...მაგარი ბიჭები გვყავს და კარგი გუნდის აწყობა შეიძლება!!!
პაატა
16 სექტემბერი 2018 21:09
1
ეხლა არ გვინდა რა მეგობრებო ბიჭებზე ცუდის თქმა და ძახილი ეს როგორ მოახერხეს და წააგესო, იმავე ცინცაძეს გავაკრიტიკებთ ეხლა ეს რა ქნა თამაში მაგან წააგავო, კი ბატონო უპასუხისგებლოთ გააკათა ბოლოს მაგრამ ბიჭმა ორი წუთი დაისვენა მხოლოდ მთელი თამაში. მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის ბიჭებზე და ქება და ქება თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის. ძალიან დასანანი მარცხი იყო. ბოლოს როდის ვინერვიულე ასე არ მახსოვს, კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს
ზიზუ
16 სექტემბერი 2018 21:08
11
რა თქმა უნდა მასეა, ახალი გუნდით ასეთი შედეგები მხოლოდ დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს მათელ გონებაზე, ცხელ გულზე კი ეს როგორ მოახეღხეს არის ზუსტად
ირაკლი
16 სექტემბერი 2018 22:01
1
ამხანაგური ტამასი კი არ წაგვიგია წავაგეთ 100%იანი მოგებული ტამაში ეს რო მოგვეგო ცალი ფეხით ჩინეთში ვიქნებოდით რატო არ გვინდა ვითომ კრიტიკა? ასე გუშინ დაწყებული მოტამაშეც არ აკეთებს თავი რო გონია სტეპ კარი მაგაშია უბედურება
ნოდო
16 სექტემბერი 2018 21:50
0
ისეთ დღეში ვარ მომცა ერთი ცინცაძე და ფაცაცია... 3-4 კალათბურთელი თამაშობს დანარჩენი აფუჭებს... მადლობა შენგელიას, ბითაძეს, ჯენინგს, შერმადინს და ბოქოლიშვილს!!!
Musenbezi
16 სექტემბერი 2018 21:08
1
სანაძეს რატო არა მადლობა ...
არკადი
16 სექტემბერი 2018 22:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული