საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი
გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

altნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

altმეტ ჯენინგი: ატმოსფერომ დიდი გავლენა იქონია თამაშზე

მკითხველის კომენტარები / 93 /
ადმინ რაიყო ჩემი ნიკი არ მოგწონს თუ რატო მბლოკავ .დდ ეხლა გინდ ბლოკი იხმარე და გინდ აგური მოგახმაროს ღმერთმა მშვიდობაში.
qutaiseli
16 სექტემბერი 2018 22:11
0
ყველაფერი მინახია მარა ბოლოს ჯარიმა რატო არ აიღეს ჩვენებმა კალატესზე ცენრთან ახლოს. არვიცი რა ვთქვა უბრალოდ. ბაგა ბაღია ეგ ჩვენი კალათბურთი ხანდახან რაც შეეხება ნაკრებს ოთხადოთხი კაცი თამაშობს სამწუხაროდ და ცინცაძეც უკვე ოცდათორმეტი წლისარის ეს მისი ბოლო შესარჩევია ალბათ ნაკრებში მარა უბედურება ისარის მის გარდა რო არავინ არ ყავს დღესდღეობით მაგ პოზიციაზე ნაკრებს და საერთოდაც თუ გოგას არ ჩავთვლით თაობა უბრალოდ ისეთი კარგი აღარ მოდის როგორიც იყვნენ ფაჩულიას თაობა სამწუხაროდ ეს რეალობაა მშურს უკრაინელების ესპანეთი რო დაამარცხეს კეთილი შურით რათქმაუნდა მაგრამ ფაქტია ყველამ მიხედა მომავალ თაობას ჩვენ გარდა.
qutaiseli
16 სექტემბერი 2018 21:57
4
რატომ არ აიღეს ჯარიმა?ალბათ იმიტომ,რომ ცოტა ხნით ადრე,სრულიად სპორტული ჯარიმა,ცინცაძეს,არასპორტულად ჩაუთვალეს და ბერძნებს დამატებით ასროლინეს.მსაჯებმა შეცვალეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩვენიც და ბერძნებისაც.მათ ფეხქვეშ საყრდენი იგრძნეს,ჩვენ კი თავდაჯერებულობა დავკარგეთ.გაიხსენეთ მსაჯებისაგან არევის შემდეგ,როგორ გაგვიფუჭდა ჯარიმების სროლაც.
სოსო
17 სექტემბერი 2018 10:14
2
თოკო , დაივიწყე ის რაც დაგვემართა ბოლო წამზე ყველას ერთად და ღირსეულათ იარე თავაწეულმა, რადგან შენ ხარ ჭეშმარიტი პატრიოტი , ჯიგრიანი ქართველი და მისაბაძი პროფესიონალი . და გთხოვთ ყველას , რომ თავი შევოკავოთ ემოციებისგან , რადგან იმას რასაც თოკო განიცდის , ვერცერთი ჩვებთაგანი ვერ გაითავისებ იმ პასუხისგებლობას , პირიქით უნდა გავმხნევოთ და წარმატებები უსურვოთ ჩვენს ლომკაც ქართველ ლეონიდას .
ATP 31
16 სექტემბერი 2018 21:53
4
ცინცაძე მოაშორეთ და მოიყვანეთ ვინმე უცხო რეებს აკეთებს ეს გადამწყვეტ მომენტებში თან მერამდენედ. პრაქტიკულად ამან წააგებინა თამაში გუნდს. სულ გულდაწყვეტილი როგორ უნდა ვიყო დავიღალე რაა
aleko
16 სექტემბერი 2018 21:51
3
ამ თამაშის წაგება,არ ვიცი ეს მხოლოდ იმ გუნდს შეუძლია,ვისაც ცინცაძესნაირი კალათბურთელი ჰყავს,მერამდენედ აკეთებს ამას გიორგი,ჯერ დღევანდელ თამაშში და მერე საერთოდ სხვა დროსაც,სხვა მატჩებშიდაც ხშირად აქვს გაკეთებული ასეთი სისულელეები, ეს არის გუნდის და ქვეყნის ღალატი,ყოველგვარი ემოციების გარეშე ვამბობ ამას,ასევე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზუროსზე,შე კაი დედმამაშვილო,მწვრთნელი ხარ თუ მთხლე ხარ,მერამდენედ აკეთებს ამას ტიპი,ასეთ საპასუხიმგებლო წამებში,როგორ ენდბი მას,არც ალღო გაქვს,არც გამოცდილება,აბა რა ჯანდაბის მწვრთნელი ხარ ვერ გავიგე,როგორ შეიძლება ცინცაძეს მისცე შანსი გააკეთოს ის,რაც გააკეთა, დაადუმა მთელი საქართველო ტიპმა და დაგვიხეთქა გულები,სირცხვილია ეს ყველაფერი და თავზე ლაფის დასხმაა.
roma
16 სექტემბერი 2018 21:35
7
ცინცაძე გამეყვანა და იური გაგარინი შემომეყვანა?
ზუროსი
17 სექტემბერი 2018 09:07
1
ასეთი წაგება ძალიან გულსაწყვეტია,მაგრამ დიდად საამაყოა,რომ მთელი მატჩის მანძილზე უგებ მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს! ხუთი წლის წინ ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა.დიდი მადლობა ილიას ზუროსს და საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელს.
გიოშა
16 სექტემბერი 2018 21:33
5
გუშინაც ვწერდი და დილასაც.სასწაული გუნდია საქართველოს ნაკრები,მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია,კარგისაც და ცუდისაც.ამ საღამოს მათ თვალნათლივ დაამტკიცეს ჩემი სიმართლე.ძალიან მაგრად ითამაშეს ბერძნებმა მეორე ტაიმში,მაგრამ თამაში მაინც ჩვენ წავაგეთ,თან რა თამაში,ორჯერ მოგებული.თამაში,რომელიც ძალიან დიდხანს გვემახსოვრება.ჩვენ თუ 6 კაცით ვთამაშობდით,ბერძნები მეორე ტაიმში 8 კაცით თამაშობდნენ.მსაჯებმა ბერძნები თამაშში დააბრუნეს და შემდეგ უკვე მათაც ივარგეს.აქ ზოგიერთები ცინცაძეს აბრალებენ დამარცხებას,მაგრამ ეს ასე არ არის,როდესაც შეცვლაზე ფაცაცია შემოვიდა,ვნახეთ,რომ ბერძენი მცველები მას ძალიან სჯობნიდნენ და ბურთი ვერ გადაგქვონდა.ზუროსი იძულებული გახდა ისევ გიორგი შემოეშვა და ორი ძალიან მაღალი კლასის ბერძენი მცველის წინააღმდეგ ბრძოლაში,გიო ძალიან დაიღალა.დაღლის შედეგი კი შეცდომებია.ასე ემართება ყველას და მათ შორის გიოსაც.მიუხედავად წაგებისა,ენა არ მომიბრუნდება ჩვენს ნაკრებზე რაიმე საყვედური ვთქვა,ყველამ ყველაფერი გაიღო გამარჯვებისათვის და ამიტომ მადლობა მათ.ბერძნების მწვრთნელმა განაცხადა,ქართველებს შოუს მოწყობა უნდათო და მართლაც შედგა დაუვიწყარი შოუ,ტრაგიკული დასასრულით
სოსო
16 სექტემბერი 2018 21:31
0
ელემენტარული იყო - არ უნდა ესროლა, დრო სულ რომ ამოწურულიყო - ის ჯობდა
გიორგი
16 სექტემბერი 2018 22:19
0
ტოკოზე გარბენი სად დაინახა? ეგ ტუ გარბენია NBA-ს გუნდები 50 ქულას ვერ უნდა აცდნენ. ვულოცავ პოლონელ მსაჯს ტოტალიზატორში გამარჯვებას. უჩივლონ პროკურატურაში.
msaji
16 სექტემბერი 2018 21:30
1
წესების მიხედვით გარბენი იყო.თორნიკე ჯერ ერთი ფეხით გადადგა და უკან დაბრუნდა,შემდეგ მეორე ფეხით გააკეთა იგივე ნოძრაობა.ეს კი უკვე გარბენია,თუმცა ამერიკაშიც და ხშირად ევროპაშიც,ამას ყურადღებას აღარ აქცევენ,აქ მსაჯს უნდოდა და მიაქცია.ესეც დამოკიდებულებაა,ჩაკვეტაძის პენალტივით.აქ ისევ დავუბრუნდები ცინცაძის თემას.მეგობრებო არ შეიძლება ასე უკან მოუხედავი კრიტიკა ადამიანისა,რომელის მთელ სულსა და გულს დებს თამაშში.შეხედეთ ხალხო მის წინააღმდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მსოფლიოს ერთერთი უძლიერსი ნაკრების მცველები,ძალიან ძლიერ კლუბში მოთამაშეები,გიორგი კი ყატარის კლუბში თამაშობს და მიუხედავად ამისა,მატჩის თითქმის სამი მეოთხედი ტოლ სწორად და უპირატესობითაც კი ათამაშა გუნდი.საქართველოში მოთამაშე ფაცაციამ საეღტოდ ვერაფერი შესძლო მათთან და გიოს დააწვა მთელი მატჩის სიმძიმე.რა თქმა უნდა ძალიან დაიიღალა და შეცდომებიც გაუმრავლდა,მაგრამ გვყავდა ღირსეული შემცვლელი?ახალგაზრდულების ჩემპიონატებს ხომ ვუყურეთ და ნეტავ არ გვეყურებინა.არ გვყავს ხალხო გიორგისთან მიახლოებული კლასის მაინც გამთამაშებელი და ალბათ კარგა ხანს არც გვეყოლება,რაც ასაკობრივებში ვნახეთ.გაიგეთ,შეეგუეთ და მადლობა გადაუხადეთ გიოს,თავდაუზოგავად რომ იბრძვის მოედანზე,ტრავმიანი თუ ჯანმრთელი,ფორმაში მყოფი თუ ფორმა დაკარგული.თამაშის მისნაირი გაგებით კი ევროპის ბევრი ძლიერი ნაკრების გამთამაშებელიც ვერ დაიტრაბახებს.შენგელია ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობს და მის თამაშს ევროლიგაზე ხშირად ვუყურებ ხოლმე.ბევრი თამაში წააგო თორნიკემ სწორედ იმის გამო,რომ გადაღლილი უკანახაზელები,ბოლო წუთებზე სისულელეებს აკეთებდნენ,ხშირად უფრო დიდსაც კი,ვიდრე გიოს მოსდის ხოლმე.გადაღლილ მოთამაშეს ტვინში ჟანგბადის მიწოდება აღარ ჰკმარა და საღ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს.ეს კალათბურთელის ბრალი კი არაა,არამედ მოკლე სკამის და ფედერაციისაგან მუშაობის რადიკალურ გაუმჯობესებას უნდა მოვითხოვდეთ ასე ხმამაღლა და არა თავგადადებულ ბიჭებს ვაკრიტიკებდეთ.ისე ჯენინგიც ალბათ შეეჩვევა გუნდს და გათამაშებაში უფრო მეტად დაგვეხმარება.დიქსონიც ხომ ასე იყო.
სოსო
17 სექტემბერი 2018 10:45
0
ძირითადად მესამე პერიოდი წყვეტს თამაშის ბედს და ჩვენც ზუსტად ამ პერიოდს ვაგდებთ. ძალიან დასანანია მართლა ამხელა უპირატესობის გაფლანგვა
გგგ
16 სექტემბერი 2018 21:30
0
სად ვაჩუქეთ სამიანი კარგით რა ამნაირ წაგებას 20 ქულით წააგო ჯობია
912
16 სექტემბერი 2018 21:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული