საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი
გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

altნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

altმეტ ჯენინგი: ატმოსფერომ დიდი გავლენა იქონია თამაშზე

მკითხველის კომენტარები / 93 /
ასე თამაშის წაგება მარტო ჩვენ შეგვიძლია. ცინცაძისნაირი უპასუხისმგენლო მოთამაშე მე არ მინახია. სირცხვილია მართლა მერამდენედ აკეთებს ასე, მაგას გონია ეზოში თამაშობს მგონი...
gg
16 სექტემბერი 2018 21:00
5
ყველა თამაშზე ასე არ აკეთებს?
გასაგიჟებელ მომენტს შექმნის და...მარა, რად გინდა, საკვანძო მომენტში ისეთს იზამს!!! ((((( ძალიან ჭკუათხელია...
მომავლის იმედით ვიყოთ
ყური მიგდე
16 სექტემბერი 2018 21:23
0
ეს იყო ყველაზე მძიმე წაგება ბოლო წლებში ძალიან იმედგაცრუებული ვარ
დდდ
16 სექტემბერი 2018 20:59
0
ისე ამ თამაშის წაგებას მოხერხება ხომ უნდოდა
lado
16 სექტემბერი 2018 20:58
2
მაინც მაგარი ნაკრები გვყავს
P.S მანუ რო გვყოლოდა ამ თამაშს მოვიგებდით
შაკო
17 სექტემბერი 2018 00:02
0
ეს როგორ უნდა მოახერხო?!
ირაკლი
16 სექტემბერი 2018 20:56
1
ბითაძემ მაგრა მოუმატა.ფიზიკურად ძლიერდება.ეგ აკლდა მაგ ბიჭს.ჯერ 19 წლისაა არ დაგავიწყდეთ.ეგ ფაჩულიას აჯობებს.ერთი ორი ისეთი ჩატენა,მთელი საბერძნეთი მხრებზე ჩამოეკიდა.ძირითადად ბიჭებს მადლობა.წავაგეთ მარა იმედი გაგვიჩინეთ.გვიყვარხართ.ძაან მაგრები ხართ.მასე გააგრძელეთ.გამარჯვებები აუცილებლად მოვა
rustavi
16 სექტემბერი 2018 22:53
1
მეც მგონია, რომ აჯობებს. ძალიან მიხარია რომ მოუმატა. საბერძნეთთან წაგებას არ გადაუწყვეტია ჩვენი ბედი, მაგრამ თავისუფლად შეგვეძლო მოგება. მომავალ წელს აშკარად უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. გაიხსენეთ სულ ცოტა ხნის წინ რა გუნდი გვყავდა
გგგ
16 სექტემბერი 2018 23:37
1
მოხსნა და ბლოკი სასწაული აქვს
გიორგი
16 სექტემბერი 2018 23:18
0
ცინცაძეს შემოლაწუნება უნდა და ფაცაციამ დაახვიოს ნაკრებიდან.
სირცხვილია ეს რა ქნეს:(
Tinto bras
16 სექტემბერი 2018 21:03
3
გადაჭედილი კი იყო სპორტის სასახლე მაგრამ აზრი!? მეტოქის შეტევის დროს დაუსტვინეთ მაინც თქვე დალოცვილებო,თეატრში კი არ ზიხართ
გეორგიუსი78
16 სექტემბერი 2018 21:06
5
უსტვენდა კი არა ეხლაც ყურები მტკივა.
მარტო მაგით რო თამაშები იგებოდეს..
დომენტი
16 სექტემბერი 2018 21:49
0
ნერვებმა გვიმტყუნა და მხოლოდ ეს არის მიზეზი. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა : ჯარიმაზე უნდა წამოგვეგო მეტოქე. თოკოს ბოლო სროლა საერთოდ არ იყო საჭირო მთლიანი გუნდით შეტევაში წასული გუნდისთვის, ჯობდა ცოტა ადრე ცენტრისთვის მიგვეცა პასი. ცინცაძეს დაკარგვა ელემენტარულ სიტუაციაში(მერამდენე შემთხვევაა გადამწყვეტ მომენტში ბურთს მეტოქეს აბარებს).
თაზო
16 სექტემბერი 2018 23:21
0
მადლობა ბიჭებს, მათ ვინც ითამაშა. მაგრამ ობიექტურად!! პირველი ნომრის პოზიციაზე რომ გეყოლება მოთამაშე რომელიც ორი თამაშის განმავლობაში 4!!!!!! ქულას ჩააგდებს (საბერძნეთის ნაკრებში იგივე პოზიციაზე მოთამაშემ 31 ქულა ჩააგდო), უამრავ ტაქტიკურ შეცდომას დაუშვებს, ბევრ ბურთს დაკარგავს, ძირითადი ხუთეულის ცენტრი რომელიც ვერ დარბის, ვერ ისვრის და ა.შ. საბერძნეთის დონის გუნდთან ძალიან ძნელია მოგება.... ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია!!!!
გიგა
16 სექტემბერი 2018 22:19
7
საერთოდ, კალათბურთზე წარმოდგენა გაქვს?!
კოტე
17 სექტემბერი 2018 11:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული