ილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთთან დამარცხების (85:86) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, მათ დიდი სამუშაო გასწიეს. სამწუხაროდ, კალათბურთში ხდება ასეთი რაღაცები და გარკვეული შეცდომების გამო ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც ახლოს იყო.

თითოეულმა კალათბურთელმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და თავი ბოლომდე წარმოაჩინა, თუმცა მაინც წავაგეთ.

სპორტის სასახლეში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ამით კმაყოფილი ვარ, მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მათ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში წარმოჩინდა ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობები და საქართველოს ნაკრებს
აქვს მომავალი. ჩვენმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა.

მეტოქის კალათბურთელები ტოპ-ლიგებში თამაშობენ, თუმცა მათ არაფერი არ დავუთმეთ. ეს კალათბურთია და 1 ქულამ ყველაფერი გადაწყვიტა.

დიდი სამუშაო გავწიეთ და მოკლე პერიოდში მაქსიმალურად მოვემზადეთ. ჩვენ გვყავს კარგი კალათბურთელები: გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და ა.შ.

სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს".

altდრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულით დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველაფერი იდეალური იყო დღეს გარდა შედეგისა.მალდობა ბიჭებს და პირადად ზუროსს.როგორც აღნიშნა ამ ადამიანმა მომავლის გუნდს აკეთებს და ეს წაგება კიდევ უფრო ბევრს გვასწავლის.ჯენინგი ძალიან კარგია და კიდევ მოუმატებს.ბუს შეეშვით ნუ აკრიტიკებთ,ერთადერთი გამთამაშებელია და მეტი რა ქნას,შეცდომა გარდაუვალია როცა ამდენს თამაშობ და არ ისვენებ.იმედია მეორე გამთამაშელს შეარჩევს ზუროსი რომ ცინცაძემ დაისვენოს ხოლმე...მომავალი ჩვენია!!!
basketi
22:45 16-09-2018
4
ფაცაცია გამთამაშებელი არ ყოფილა. შეცდომა იყო მისი შემოყვანა 1 პერიოდის ბოლო წუთებზე. არია შეთამაშებული ხუთეული.
ჯენინგი სროლებში კარგია, მაგრამ დიქსონის ნახევარია მხოლოდ. ცინცაძემ რო დაისვენა მისი შემცვლელი გამთამაშებელი არ გვყოლია.
ისევ მოკლე სკამი გვაავს, თუმცა ბითაძემ გაგვახარა. ნამდვილი სერბი პროფესიონალი კალათბურთელივით თამაშობს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული