საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვს? დიახ, მაგრამ თეორიული

AutoSharing Option
ფოტო: Fiba.com

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის სექტემბრის მატჩები უკვე ჩაატარა.

ჩვენმა გუნდმა სტუმრად ისრაელი 85:80 დაამარცხა, ხოლო შინ საბერძნეთთან 85:86 წააგო.

ამ გამარჯვებამ საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გაუნაღდა, ხოლო ჩვენ ტურნირზე გასვლის შანსი უფრო გავირთულეთ.

ამ დროისთვის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში იმყოფება, სადაც ჩვენი მეტოქეები გერმანია, საბერძნეთი, სერბეთი, ისრაელი და ესტონეთი არიან.

გერმანია და სერბეთი წინა შესარჩევში იყვნენ. შესაბამისად, ფიბა-ს ფორმატის თანახმად, მათთან მატჩების ჩატარება ახალ ჯგუფში აღარ გვიწევს. ხოლო წინა ჯგუფში
მოპოვებული მთლიანად გადმოგვყვა და დღეისთვის 11 ქულა გვაქვს.

გვაქვს თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი?


Sportall.Geდიახ, გვაქვს, მაგრამ თეორიული.

მესამე ადგილი ჯერ კიდევ ვაკანტურია, თუმცა რთულია, სერბებს გადაასწრო იმ ფონზე, როცა მას შენთან ორივე შეხვედრა მოგებული აქვს.

თუ სერბეთის ნაკრები 2 შეხვედრას წააგებს და 2-ს მოიგებს, ხოლო ჩვენ ოთხივე შეხვედრას მოვიგებთ, ორივე ნაკრებს თანაბარი, 19-19 ქულა დაუგროვდება და ურთიერთშეხვედრების მიხედვით, შემდეგ ეტაპზე სერბეთი გავა.

თუ სერბები სამ შეხვედრას წააგებენ და ერთს მოიგებენ, ჩვენ კი ოთხივე შეხვედრას მოვიგებთ, სერბებს ექნებათ 18 ქულა, ჩვენ კი - 19. ამ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს საქართველოს ნაკრები მიიღებს.

თუ სერბები ოთხივე შეხვედრას წააგებენ, ჩვენ გვყოფნის სამი გამარჯვება და ერთი მარცხიც. ამ შემთხვევაში სერბებს 17 ქულა ექნებათ, ხოლო ჩვენ - 18.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისრაელის ნაკრები, რომელიც ბოლომდე იბრძვის და წინა ტურში გერმანიასთან მოგებაც კი შეეძლო, თუმცა საბოლოოდ ოვერტაიმში დამარცხდა.

ისრაელის ნაკრებს სერბეთთან ორი შეხვედრა აქვს გასამართი.

სერბეთის მომავალი მატჩები:

  • ისრაელი-სერბეთი
  • სერბეთი-საბერძნეთი
  • ესტონეთი-სერბეთი
  • სერბეთი-ისრაელი

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩები:

  • ესტონეთი-საქართველო, 30 ნოემბერი
  • საქართველო-ისრაელი, 3 დეკემბერი
  • საბერძნეთი-საქართველო, 21 თებერვალი
  • საქართველო-ესტონეთი, 24 თებერვალი

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთმა და გერმანიამ ჩვენს ჯგუფში უკვე გაინაღდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა. შესაბამისად, ისინი ნაკლებად მოტივირებულები იქნებიან დარჩენილ მატჩებში, თუმცა ეს დადებითი ფაქტორი არა მარტო ჩვენზე, არამედ სერბებზეც მოქმედებს.

დიდი ალბათობაა იმისა, რომ საქართველოს ნაკრები დარჩენილ მატჩებს ევროლიგაზე მოასპარეზე კალათბურთელების გარეშე გამართავს. ასეთები კი არიან: თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი, რომლებიც "ბასკონიას" ღირსებას იცავენ, თუმცა კარგი ამბავია, რომ გვეყოლება გიორგი შერმადინი, თედ მაკფადენი, დუდა სანაძე, გოგა ბითაძე, გიორგი ცინცაძე. იმედია, გამოჯანმრთლდებიან მანუჩარ მარკოიშვილი და ბექა ბურჯანაძე.

სამაგიეროდ, სერბეთს 6 კალათბურთელი არ ეყოლება, რომლებიც ევროლიგასა და NBA-ში გამოდიან, რაც დაგვეთანხმებით, დიდი დანაკლისია.

შეძლებს ისრაელი, წინააღმდეგობა გაუწიოს სერბეთის ნაკრებს? რას მოიმოქმედებს უმოტივაციო საბერძნეთი, ითამაშებს პრესტიჟის დასაცავად თუ მეტ დროს ახალგაზრდებს დაუთმობს? შეძლებს საქართველოს ნაკრები, ლიდერის გარეშე დაამარცხოს მეტოქეები?

ბევრი კითხვა დაგროვდა, რომლებსაც პასუხები ზამთარში გაეცემა.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altსაქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული