ილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ისრაელის დამარცხების შემდეგ (71:69) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან რთული თამაში იყო, ჩვენ ორ დღეში მოვახერხეთ მომზადება და მივაღწიეთ გამარჯვებას. ასეთ მცირე პერიოდში იდეალურია ითამაშო კარგი დაცვა და გადაფარო ის ხარვეზები რაც სხვა კომპონენტებში გვქონდა.

ჩვენმა გუნდმა 200% დადო თავისი შესაძლებლობებისა და დაამარცხა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჩვენი ნაკრების რამდენიმე კალათბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ამის გამო გაგვიჭირდა ამ შეხვედრაში რიტმში ჩაჯდომა.

რა თქმა უნდა, გვყავს სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც
რომელთაც ვაკვირდებით და მთ აუცილებლად მიეცემათ შანსი. რატი ანდრონიკაშვილს ბოლომდე ვერ დავეყრდენით, რადგან გამოცდილება აკლია.

მოთამაშეებს არ გამოვარჩევ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის ერთად თამაში. სასიხარულოა, რომ ბექა ბურჯანაძე დაბრუნდა ნაკრებში და ჩაჯდა სისტემაში. მინდა გამოვყო ახალგაზრდა ანდრონიკაშვილიც, რომელიც გამოვიდა მოედანზე და  მშვენივრად ითამაშა. ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ახალგაზრდებით თამაში და შევაჩვიოთ ნაკრებს.

კარგად ითამაშა ბურჯანაძემ, თუმცა არჩეული ტაქტიკის გამო მწირი სათამაშო დრო მიეცა.

ქართველებს აქვთ დიდი გული და შეუძლიათ დიდი მხარდაჭერა. დარბაზში ეს ემოცია, ხალხის გულშემატკივრობა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. მე საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში ამაყი და მებრძოლი ხალხია. თორნიკე შენგელიამ დაგვირიგა ყველას სამაჯური წარწერით: "ქართული სული", რამაც ერთ გუნდად შეგკვრა და მე ვგრძნობ ქართულ სულს.!

დიდი მადლობა ყველას, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! "

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო






altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ

altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა



მკითხველის კომენტარები / 18 /
პატივსაცემი ადამიანი! მადლობა ჩვენს ბიჭებს! მადლობა ჩვენს გუნდს!
Biankoberi
22:39 03-12-2018
1
პატივსაცემი ადამიანი! მადლობა ჩვენს ბიჭებს!
Biankoberi
22:33 03-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული