გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა (71:69). შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოთამაშეს და სამწვრთნელო შტაბს, ამავდროულად თითოეულ ადამიანს, ვინც სპორტის სასახლეში მოვიდა და შექმნა გასაოცარი ატმოსფერო.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, გამომდინარე იქედან, რომ მეტოქე მოტივირებული იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილიყო. ამ გუნდს ჰყავდა ევროლიგის კალათბურთელები და ისინი ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით დავამარცხეთ.

სპორტის სასახლე არის დარბაზი, სადაც ყველაზე მეტად ხმაურობენ და ყველაზე მაგრად გგულშემატკივრობენ.

ძალიან გახარებული ვიყავი გადამწყვეტ მომენტში, ის მომენტი იყო,
როცა შემეძლო გაფრენა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მეტოქემ ისეთი დაცვა გვეთამაშა, ფაქტიურად ბურთი არ დაგვაგდებინეს ძირს. სიტყვებით მიჭირს ამ მომენტის გადმოცემა 

ეს მომენტი რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო, მწვრთნელმა დაგვიხაზა სქემა და საბოლოოდ გააამართლა ამ სქემამ."

altილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ

altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ შერმადინი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული