5 მარტს, ევროთასის 1/4 ფინალური სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" სტუმრად 91:90 დაამარცხა "ალბა".
არადა, მალაგური გუნდი 21 ქულით აგებდა და სასწაული მოახდინა - საფინალო სასტვენის წინ ორქულიანი ფრანგმა ცენტრმა მატიას ლესომ ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
სერია 2 მოგებამდეა და "უნიკახა" "ალბას" 8 მარტს უმასპინძლებს. თუ გერმანულმა გუნდმა იმარჯვა, გადამწყვეტი მატჩი ბერლინში გაიმართება.
შერმადინმა 16:45 წუთში 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ლესომ 18 ქულა ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა ბურთი
და სარგებლიანობის 32-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.