საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი სერბეთთან 7 ქულით წააგო

AutoSharing Option
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთთან 41:48 წააგო.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის
გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სერბეთს გასვალეზე მიუგეო ვერ დაავალდებულებ ნაკრებს მაგრამ რა გამაღიზიანებელია იმის ყურება რომ საშუალო დისტანციიდან და პერიმეტრიდან სროლის ეშინიათ და კიდევ კომენტატორების მოსმენა "კიდევ ჩაგვიგდეს", მერამდენე სამიანი ჩაგვიგდეს" და ა.შ. ივარჯიშე მაგრად ისწავლე შენც და ჩააგდებ, ყოველ შემთხვევაში სროლის არ შეგეშინდება.....
........
20:59 23-02-2020
11
ბურჯანაძე და ანდრონიკაშვილი რაგბისტები არიან? რაუნდა ამ ორს ნაკრებში ალბათ ყაავთ ვინმე პარლამენტარი მამიდა ან ბიძია
aleko
22:04 23-02-2020
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული