რუსეთმა ცუდად ითამაშა? სერბეთი საერთოდ საქართველოსთან დამარცხდა - რამ გააკვირვა რუსული მედია?

AutoSharing Option
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტური championat.com-ზე ჟურნალისტმა ალეკსეი ფალკომ მიმოიხილა. რა თქმა უნდა, მის წერილში მრავალი რამ ობიექტურია, თუმცა აბსოლუტურად არ შეეცადა იმაზე გაემახვილებინა ყურადღება, რომ ფიბას მიერ წარმოქმნილი პრობლემა საქართველოს ეროვნულ გუნდსაც სხვებზე არანაკლებ შეეხო და დააკნინასავით ჩვენი გამარჯვება.

რუსეთმა ცუდად ითამაშა? სერბეთი საერთოდ საქართველოსთან დამარცხდა
ფიბას სიჯიუტემ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო აბსურდამდე მიიყვანა

ორშაბათს ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის დასკვნითი მატჩები ჩატარდა. რუსეთი პირველ ტურში სტუმრად იტალიასთან დამარცხდა (64:83), ხოლო მეორეში, პერმში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო
(77:67). სერგეი ბაზარევიჩის შეგირდებს თვით მაკედონიასთანაც კი არ უჩვენებიათ იდეალური კალათბურთი. ყველაფრის მიზეზი კი ექსპერიმენტული შემადგენლობა, მოსამზადებლად მინიმალური დრო და შეუთამაშებლობის მაღალი ხარისხია.

ყველა ეს პრობლემა ფიბასა და ევროლიგას შორის დაუსრულებელი კონფლიქტის გამო წარმოიქმნება. კალენდრის დამთხვევა ხდება ძველი კონტინენტის უძლიერესი კლუბების, NBA-სა და ეროვნული ლიგების მატჩებისა. საუკეთესო კალათბურთელები თავიანთი ნაკრებების დახმარებას ვერ ახერხებენ. რა თქმა უნდა, ამით არა მარტო რუსეთის, არამედ ფაქტბრივად, ევროპის ყველა ძლევამოსილი გუნდი ზარალდება. თებერვლის საკვალიფიკაციო ფანჯარა სენსაციური შედეგებით სრულ ფარსს დაემსგავსა.

თვით მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთმა საკუთარ თავზე გამოსცადა შესარჩევი ტურნირის "მთელი ხიბლი" - პირველ შეხვედრაში როგორღაც სძლიეს რუმინეთს (84:71), მეორეში კი პოლონეთთან დამარცხდნენ (69:80). პოლონეთს NBA-ში წარმომადგენლები არა ჰყავს, ხოლო ევროლიგაში - მინიმალურად. გუნდმა პრაქტიკულად იმავე შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, მათმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ეი ჯეი სლოუტერმა კი ესპანელებს 26 ქულა ჩაუგდო.
სერბეთის ნაკრებმა ესპანელების ანალოგიურად იასპარეზა - გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს ფინეთთან (80:58), რის შემდეგაც საქართველოსთან სახლში სენსაციურად წააგეს (90:94). სერბებს NBA-სა და ევროლიგის გარეშეც საკმარისად ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები, რათა შესარჩევი ეტაპის გადასალახავად, როგორც მინიმუმ, სამი ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბონ, მაგრამ ასეთი მარცხებიც სავსებით სავარაუდოა. ადვილი არაა შედეგის მიღწევა, როდესაც პარტნიორებთან შესათამაშებლად რამდენიმე დღე გაქვს, რომლებთან ერთად მოედანზე, პრაქტიკულად, ერთად არასოდეს გასულხარ.

ტურნირი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს განახლდება და სიტუაცია ანლოგიური იქნება. ცხადია, იმ დროისთვის ფიბასა და ევროლიგის კონფლიქტი არ დარეგულირდება".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაგბისტებს ვთხოვ სათანადო ანგარიშით უპასუხონ შოვინისტებს
Btc
26 თებერვალი 2020 16:19
0
ყველა ჩვენს წარმატებაზე სისხლს შარდავენ. ესე გააგრძლეთ ბიჭებო.
WTF
26 თებერვალი 2020 12:57
1
დროა ცნობილი სლოგანი გადავაკეთოთ და კალათბურთს მოვარგოთ - "კალათბურთი ჩვენი თამაშია". ფაქტია რომ გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებული კალათბურთელები გვავს!
ვატო
26 თებერვალი 2020 02:42
18
ვატო,თბილისის დინამომ შორეულ 1962 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი,ფინალშიც იყო,მგონი,საბჭოთა კავშირის რამდენიმეგზის ჩემპიონია და უამრავგზის პრიზიორი.მაშინ სსრ კავშირი ევროპულ კალათბურთში გრანდი იყო,მოსკოვის ცსკა კი,თითქმის უცვლელი ჩემპიონთა თასის გამარჯვებული.ცსკას სისტემატურად ვამარცხებდით დაწყვილებული თამაშებიდან პირველში,ვჯაბნიდით კაუნასის ჟალგირისს,კიევის სტროიტელს,ლენინგრადის (პეტერბურგის)სპარტაკს,მოსკოვის დინამოს.ცსკა სულაც სსრკს ნაკრები იყო,ყველა ნაკრების კანდიდატი იქ მიჰყავდათ,ბალტიისპირელების და დინამოელების გარდა და ესეც იმიტომ,რომ თვითონ ესენი აცხადებდნენ ცივ უარს მოსკოვში გადასვლაზე.სწორედ ამიტომ არ აჰყავდათ ძალიან ხშირად ნიკოლოზ დერიუგინი ნაკრებში,რომელიც ქუთაისში დაბადებულ გაზრდილი,სულით და გულით ნადვილი ქართველია.ამ დიდი ნაკრების კაპიტანი იყო წლების განმავლობაში ოთარ ქორქია,ხოლო საკანდელიძისა და მიშა ქორქიას დიდებულმა თამაშმა (პირველი 7 ქულა სწორედ ჩვენებმა ჩაყარეს მწირქულიან ფინალში,სულ მოპოვებული 51 ქულიდამ),განაპირობა მიუნჰენის ოლიმპიადაზე სსრკს ნაკრების გამარჯვება და ბოლო "ოქროს "სამი წამიც,სწორედ ზურაბ საკანდელძემ მოუპოვა ჩვენს ნაკრებს.ასე რომ კალათბურთი, უკვე დიდი ხანია ჩვენი თამაშია.ძალიან დიდი ხანია.ასევე ჩვენი თამაშია ჭიდაობაც,ფეხბურთიც,ხელბურთიც,წყალბურთიც,რაგბიც და ჭადრაკიც.უბრალოდ გაჭირვებამ ცოტა მიგვავიწყა ის დრო,როცა ტრიბუნები გადაჭედილი იყო და ბილეთს ვერ იშოვიდი ამ თამაშებზე.ცოტას მოვითქვავთ სულს და დაბრუნდება ეს ყველაფერი.მთავარია გული არ გავიტეხოთ და ინტერესი არ დავკარგოთ.ნიჭი არ იკარგება და ისევ ამოხეთქავს.
სოსო
27 თებერვალი 2020 10:38
0
გია, რაგბში არასდროს არ მოგვიგია 6 ერის ყველაზე სუსტ გუნდთანაც კი. სერბეთი კი ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია.
გიორგი
26 თებერვალი 2020 13:43
2
ყველა გამოხმაურება
მე სერბეთს არ შევადარებ ჯერ-ჯერობით რიგი მეზეზბის გამო. მაგრამ იმ შეხვედრაში ქართული სული 100% გამოჩნდა. თუ ერთად მოვინდომებთ არაფერია ჩვენთვის დაუძლეველი ამქვეყნად. ეს იყო და ეს. მერე ჩვენ ნიჭი და ქართული სული ვანახეთ სერბებს. არაფერი განსაკუთრებული კაი ნაკრები გვყავს და თითქოს რაღაც გვბოჭავს რომ იდეალურები ვიყოთ... შურიანებისთვის სულ ასე გვეპასუხოს. ეს რუსები ხო ვერ მოვიშორეთ. ვის რაში ჭირდებიან ანდა. გენაცვალეთ ბიჭებო. სულ ასე გეთამაშოთ. შეუძლებელი არაფერია
ugandas prezidenti
26 თებერვალი 2020 01:02
4
ქართული სული მაგარია,მაგრამ იქნებ მაკფადენის ამერიკული სულიც გეხსენებია,33ქულა არც ისე მოკრძალებული წვლილია გამარჯვებაში მით უმეტეს კალათბურთში.
me
26 თებერვალი 2020 11:25
0
რუსებო რა შურიანები ხართ,თურმე სერბეთს ქონია ცოტა დრო შესათამაშებლად და ქართველებს თავზე საყრელად არა,ვაი თქვენ ეთამაშეთ ქართველებს ერთ ადგილზე იქნებ დაგაწყნაროთ.
თერჯოლელი
25 თებერვალი 2020 23:29
4
ხო უნდა უკბინონ საქართველოს ყველა ვარიანტში ამ სირ... ვითომ არ იცს,რო მონიმუმ 2 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და ჩვენებიც სხვებივით 3 დღის შეკრებილები იყვნენ. ყველაფერში ჩაისვრიან და მერე იწყებენ თავის მართლებას.
გოგა
25 თებერვალი 2020 23:21
4
ეგეტი ხმაურიანი გამარჯვებებ ვიზეიმოტ ქართველებმ და რუსებს რაც უნდატ ის წერონ და იკითხონ.
კახა
25 თებერვალი 2020 21:26
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული