რუსეთმა ცუდად ითამაშა? სერბეთი საერთოდ საქართველოსთან დამარცხდა - რამ გააკვირვა რუსული მედია?

AutoSharing Option
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტური championat.com-ზე ჟურნალისტმა ალეკსეი ფალკომ მიმოიხილა. რა თქმა უნდა, მის წერილში მრავალი რამ ობიექტურია, თუმცა აბსოლუტურად არ შეეცადა იმაზე გაემახვილებინა ყურადღება, რომ ფიბას მიერ წარმოქმნილი პრობლემა საქართველოს ეროვნულ გუნდსაც სხვებზე არანაკლებ შეეხო და დააკნინასავით ჩვენი გამარჯვება.

რუსეთმა ცუდად ითამაშა? სერბეთი საერთოდ საქართველოსთან დამარცხდა
ფიბას სიჯიუტემ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო აბსურდამდე მიიყვანა

ორშაბათს ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის დასკვნითი მატჩები ჩატარდა. რუსეთი პირველ ტურში სტუმრად იტალიასთან დამარცხდა (64:83), ხოლო მეორეში, პერმში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო
(77:67). სერგეი ბაზარევიჩის შეგირდებს თვით მაკედონიასთანაც კი არ უჩვენებიათ იდეალური კალათბურთი. ყველაფრის მიზეზი კი ექსპერიმენტული შემადგენლობა, მოსამზადებლად მინიმალური დრო და შეუთამაშებლობის მაღალი ხარისხია.

ყველა ეს პრობლემა ფიბასა და ევროლიგას შორის დაუსრულებელი კონფლიქტის გამო წარმოიქმნება. კალენდრის დამთხვევა ხდება ძველი კონტინენტის უძლიერესი კლუბების, NBA-სა და ეროვნული ლიგების მატჩებისა. საუკეთესო კალათბურთელები თავიანთი ნაკრებების დახმარებას ვერ ახერხებენ. რა თქმა უნდა, ამით არა მარტო რუსეთის, არამედ ფაქტბრივად, ევროპის ყველა ძლევამოსილი გუნდი ზარალდება. თებერვლის საკვალიფიკაციო ფანჯარა სენსაციური შედეგებით სრულ ფარსს დაემსგავსა.

თვით მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთმა საკუთარ თავზე გამოსცადა შესარჩევი ტურნირის "მთელი ხიბლი" - პირველ შეხვედრაში როგორღაც სძლიეს რუმინეთს (84:71), მეორეში კი პოლონეთთან დამარცხდნენ (69:80). პოლონეთს NBA-ში წარმომადგენლები არა ჰყავს, ხოლო ევროლიგაში - მინიმალურად. გუნდმა პრაქტიკულად იმავე შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, მათმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ეი ჯეი სლოუტერმა კი ესპანელებს 26 ქულა ჩაუგდო.
სერბეთის ნაკრებმა ესპანელების ანალოგიურად იასპარეზა - გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს ფინეთთან (80:58), რის შემდეგაც საქართველოსთან სახლში სენსაციურად წააგეს (90:94). სერბებს NBA-სა და ევროლიგის გარეშეც საკმარისად ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები, რათა შესარჩევი ეტაპის გადასალახავად, როგორც მინიმუმ, სამი ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბონ, მაგრამ ასეთი მარცხებიც სავსებით სავარაუდოა. ადვილი არაა შედეგის მიღწევა, როდესაც პარტნიორებთან შესათამაშებლად რამდენიმე დღე გაქვს, რომლებთან ერთად მოედანზე, პრაქტიკულად, ერთად არასოდეს გასულხარ.

ტურნირი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს განახლდება და სიტუაცია ანლოგიური იქნება. ცხადია, იმ დროისთვის ფიბასა და ევროლიგის კონფლიქტი არ დარეგულირდება".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგეტი ხმაურიანი გამარჯვებებ ვიზეიმოტ ქართველებმ და რუსებს რაც უნდატ ის წერონ და იკითხონ.
კახა
21:26 25-02-2020
3
ხო უნდა უკბინონ საქართველოს ყველა ვარიანტში ამ სირ... ვითომ არ იცს,რო მონიმუმ 2 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და ჩვენებიც სხვებივით 3 დღის შეკრებილები იყვნენ. ყველაფერში ჩაისვრიან და მერე იწყებენ თავის მართლებას.
გოგა
23:21 25-02-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული