ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში შვეიცარიის დამარცხების შემდეგ კალათბურთელებს გასახდელში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მიმართა:
"ბიჭებო, სწრაფად ვიტყვი. თამაშში ყველამ გული ჩადო. ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყანას, ყველამ ყველაფერი გაიღო. ყველამ, სასტარტოებმა, სათადარიგოებმა - გული ჩადეს. მე ამას ვაფასებ, დიდი მადლობა.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ერთად ვართ რთულ და კარგ მომენტებში და ვაყალიბებთ ხასიათს. ყველას ვაჩვენეთ, რომ ძლიერები ვართ. ნებისმიერის ძლევა შეგვიძლია. ვძლევთ პრობლემებს და ვიმარჯვებთ. ეს არის მნიშვნელოვანი. მადლობა ყველას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით საკუთარ თავს. შემდეგ სხვა გამარჯვებები გვექნება".
შენგელიაზე მინდა ვთქვა ისევ და ისევ - ორივე თამაშში, ბოლოსკენ კრიტიკული სიტუაციის შექმნისას, თავის თავზე აიღო თამაში და მისმა ქულებმა და მოქმედებებმა განაპირობა მოგება.
კაპიტანი მაგარი კაცი და სპორცმენია და ასეთს მხოლოდ მხოლოდ მადლობა და ქება ეკუთვნის ნამდვილი გულშემატკივრისგან!