სულ ზევით, ზევით – საქართველოს ნაკრები ევროპაში წონას და პრესტიჟს იმატებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში ჩატარებული ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მეორე მატჩიც მოიგო და E ჯგუფს კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს. და ეს მაშინ, როცა ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის სტატუსის გამო განაღდებული აქვს, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი სახელიანი სერბეთის ნაკრები ჯგუფში ჩვენ ზურგსუკანაა და კონტინენტის პირველობაზე გასასვლელად იბრძვის.

2 დღის წინ ფინეთთან მოგებულ მატჩში ილიას ზუროსმა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაამტკიცა, რომ გუნდის შერჩევა და თამაშის წაყვანა კარგად ეხერხება. ძირითადი შემადგენლობის 7 კალათბურთელის გარეშე მოთამაშე ქართველებმა მასპინძელ ფინეთს მოუგეს; 2 დღეში ის შვეიცარიაც
დაამარცხეს, რომელმაც ქალაქ ესპოოს არენაზე 28 ნოემბერს სერბეთს 92:90 სძლია.

ფინეთში მოპოვებულ ორივე გამარჯვებაში უდიდესი იყო საქართველოს სუპერლიგის მოთამაშეების წილი. ჩვენს გუნდში 3 გამოკვეთილი ვარსკვლავი თამაშობდა – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, დანარჩენები კი სუპერლიგის წიაღიდან იყვნენ, რომლებმაც თავი ფინეთთან გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინეს.

შენგელიას მარჯვენა ფეხი აწუხებდა და ილიას ზუროსმა მხოლოდ 20 წუთი ათამაშა. მწვრთნელმა ისე გაუნაწილა თორნიკეს სათამაშო დრო, რომ გუნდის კაპიტანი და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი მოედანზე იმ დროს ყოფილიყო, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დრო იყო მატჩის დასაწყისი, შუაწელი და რაღა თქმა უნდა, ბოლო წუთები. შენგელიამაც, ფინეთთან მატჩის მსგავსად, შეხვედრის ბოლო წუთზე მებრძოლი სული გამოავლინა, ბურთი შვეიცარიელებს აართვა და ზუსტი საჯარიმოებით საქართველოს ნაკრებს მოგება გაუნაღდა.

შენგელიაზე მთელი 9 წუთით მეტი ითამაშა “ცხუმ-აფხაზეთის” ფორვარდმა ალექსანდრე ფევაძემ, რომელიც კვლავ ძალიან სარგებლიანი იყო. ჩვეული სიდინჯით და კვლავ საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა გივი ბაქრაძე, რომელსაც ბურთი ხომ საიმედოდ გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე და შედეგიანადაც უტევდა.

ბექა ბექაურმა სანაკრებო კარიერაში უმეტესი – 18 წუთი ითამაშა და 2 სამქულიანი ჩააკალათა; საბა ლობჯანიძემ კი 12 წუთში კარგი დაცვა ითამაშა, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოს ნაკრებმა, რის ფონზეც შვეიცარიელებმა მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ შორი სროლებით სძლიეს 2 დღის წინ შვეიცარიელებმა სერბეთს, როცა 23 ცდიდან 13 სამიანი ჩააგდეს. ილიას ზუროსმა კარგი დასკვნები გამოიტანა აღნიშნული მატჩიდან და შვეიცარიელებს სამქულიანების სასროლი სივრცეები ხომ გადაუკეტა და მეტოქე სწორედ შორი სროლებით გატეხა. თად მაკფადენმა, რომელმაც ფინეთთან 6 ცდიდან ყველა სამიანი ააცილა, შვეიცარიასთან 9-დან 6 ჩააგდო.

წინა მატჩში ტრავმირებულმა მერაბ ბოქოლიშვილმა შვეიცარიასთან სასტარტოში დაიწყო და გუნდს საწყის წუთებში დაცვითი მუხტი შემატა, ხოლო ილია ლონდარიძეს, რომელიც ფინეთთან მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, იმ 3 წუთში, რაც მოედანზე იყო, თავი არ შეურცხვენია.

დაბოლოს, გიორგი კორსანტია, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანი იყო. არასრულ 13 წუთში კორსანტიამ 9 ქულა მიითვალა და ქართველების დაცვით ჯაჭვშიც მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკი დიდი პატივისცემით დატოვა. ილიას ზუროსს და მის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მოგებული ფინური ბაბლის შემდეგ პრესტიჟი კიდევ უფრო მოემატა და ევროპაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. საქართველო უმიზნებს მომავალი ბაბლის მასპინძლობას, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლო კვირაში გაიმართება და რის ფარგლებშიც ზუროსის გუნდს სერბეთთან და ფინეთთან დაპირისპირება მოუწევს. ქართველებს, რომლებსაც ევრობასკეტის საგზური ჯიბეში აქვთ, 1 მოგება ჯგუფში პირველ ადგილს გაუნაღდებს. ასეთ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურებს E ჯგუფიდან მე-2-მე-3 ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთი ნატვრა მაქვს... ნეტა, სადმე გადავეყრებოდეთ ამ ღრძო რუსებს და ისეთს გავარღვევდეთ, რომ თავადვე გაუწყვიტონ კონტრაქტი, ჯარიმა გადაუხადონ და უკან დაგვიბრუნებენ ეს ბიჭი...
ვოოტ
03 დეკემბერი 2020 03:29
0
ნაკრებს ყავს 3 ძირითადი კალათბურთი + ბითაძე , დანარჩენი ფორმის მიხედვითაა გამოსაძახებელი.
გუსანი
03 დეკემბერი 2020 00:30
0
ზუროსი რომ კარგია კი არა და მაგარი მწვრთნელია უყურადღეოდ არ დარჩებათ, ამიტომ არამც და არამც არ უნდა მოხდეს ისე, რომ რაღაც მომენტში ეს კაცი სხვამ წაგვართვას, იმედი მაქვს ფედერაციაშიც ექნებათ ნაფიქრი ამაზე!
Irakli
02 დეკემბერი 2020 12:29
0
nu mazgochob erti
teke
02 დეკემბერი 2020 13:19
1
ამ დროს, უტვონო ხალხის ხმებით შარშან ვლადიმერ ვაისმა დიდი უპირატესობით აჯობა ილიას ზუროსს და მილტონ ჰეიგს საქართველოს საუკეთრსო მწვრთნელად დაასახელეს.
რაგბის ფანი
02 დეკემბერი 2020 08:58
2
გეთახნმები, ჩვენთან ჩაციკვლის დონეზეა ფეხბურთი, ჭყპ გუნდებთან თამაშის დროს სტადიონი ივსება. არადა ეს სპორტის სახეობა ყველაზე მეტად ჩაიძრულია უფსკრულში, ნიჩნოსნობა, რომ ნიჩბოსნობაა, ის ჯობია.
1
02 დეკემბერი 2020 09:58
0
ასეთ სიმაღლეზე ჩვენი ნაკრები არასოდეს ასულა, პლუს ამას უდიდესი პოტენციალი გამოჩნდა ჩვენი დებიუტანტების სახით. ტურძელაძე სადაა რატომ არავინ ამბობს?
р
02 დეკემბერი 2020 01:52
0
jondo bulashvils alucham acyina?ra mikro travma ris mikro travma
gri
02 დეკემბერი 2020 13:20
2
dajeki da naxe sadaa mere.safrangetshia churgmul ligashi
duscatto
02 დეკემბერი 2020 13:01
0
ყველა გამოხმაურება
აი ასეთი მწვრთნელი უნდა ყავდეს საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში.ძალიან დიდი სათამაშო დისციპლინა აქვს გუნდში. ყველა კალათბურთელმა მოედანზე იცის მისი ადგილი.
Zaza
01 დეკემბერი 2020 21:27
1
ლაშა სალუქვაძე და დავით კვირკველია ალბათ დაცვაში კარგი იქნება, კარში ლორია
111
01 დეკემბერი 2020 21:16
15

საბა ლობჟანიძის კარგი თამაში დაცვაში? ჯარიმების მიღება არ ნიშნავს დაცვაში კარგ თამაშს და შეტევაში ხო სრულიად უსარგებლოა! ოთხი მოთამაშე უტევს მისი მოედანზე ყოფნის დროს
გიო
01 დეკემბერი 2020 20:45
8
ეს არის მომენტი როცა გუნდს ყავს მწვრთვნელი
mitro
01 დეკემბერი 2020 20:41
1
კარგი გუნდი გვყვას კარგი მწვრთნელით, მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისთვის
irakli
01 დეკემბერი 2020 20:05
1
niko ra mocie ?
nikos
03 დეკემბერი 2020 02:21
0
ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სულ ცოტა საპრიზო სამეულში შევა.
ნიკო
02 დეკემბერი 2020 10:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული