შერმადინი აეროპორტიდან პირდაპირ სპორტის სასახლეში - ნაკრებმა ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში გამართა. 15 თებერვალს, დილის 11:00 საათზე, ილიას ზუროსმა ჩვენი გუნდი დაახლოებით საათ-ნახევარი ავარჯიშა, რის შემდეგაც ნაკრების მთლიანი შემადგენლობა სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დაბინავდა და ამით დაიწყო ეგრეთ წოდებული თბილისური “ბაბლი”, რაც თამაშების იზოლირებულ სივრცეში, კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალურად დაცვით ჩატარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი მასპინძლობს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფს. შესაბამისად, ჩვენს დედაქალაქში შვეიცარიის, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებები არიან ჩამოსულნი და საქართველოსთან ერთად ჯგუფის დარჩენილ 2 ტურს (4 მატჩი) ითამაშებენ. 19 თებერვალს საქართველო სერბეთს
დაუპირისპირდება, ხოლო ფინეთი – შვეიცარიას; 21 თებერვალს კი ჩვენი მეტოქე ფინეთი იქნება, შესაბამისად, შვეიცარია სერბეთს შეხვდება.

გიორგი შერმადინის გარდა, დღეს ნაკრებში გამოძახებულმა ყველა კალათბურთელმა ივარჯიშა. შერმადინი დარბაზში იყო, თუმცა არ გამოუცვლია, რადგან თბილისში დილას ჩამოფრინდა და აეროპორტიდან პირდაპირ სპორტის სასახლეში მოვიდა. შერმადინი დაესწრო საღამოს ვარჯიშსაც, მაგრამ მწვრთნელისა და ექიმების რეკომენდაციით, ნაკრების ლიდერი, რომელმაც 2 დღის წინ ესპანეთის თასის ნახევარფინალში “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა, დაასვენეს.

Sportall.Ge

ტრადიციულად, როგორც შეკრების დასაწყისშია ხოლმე, მეტი დრო ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაეთმო. დაცვასა და კომბინაციებზე ილიას ზუროსი ნაკრებს მომავალ დღეებში ამუშავებს, დღეს კი უფრო საადაპტაციო სახის ვარჯიშები ჩაატარა. მოთამაშეებმა დაცვითი წინაღობის გარეშე, სწრაფი გარღვევები განახორციელეს; ასევე, ფარში ესროლეს – ძირითადად, შორი დისტანციიდან.

16 თებერვალს ილიას ზუროსს ასევე 2 ვარჯიში აქვს დაგეგმილი – დილას და საღამოს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას გავს მართლა სპორტის სასახლე. არა და არქიტექტურულად მართლა მაგარი შენობაა. ჟურნლისტებო წამოწიეთ ეს საკითხი და იქნებ მერე დაიწყოს რამე მოძრაობა ამ მხრივ?
თემო
22:07 16-02-2021
0
ესაა სპორტის სასახლეს კარები რა გაუბედურებულია ..შეეღებათ მაინც... ფეხბურთელები უნდა მოიყვანო და შეაღებიო იმათ. სხვა რაში უნდა გამოიყენო აბა ისინი.....თამაში არ იციან და იქნებ ღებვა გამოუვიდეთ
reali
17:29 16-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული