სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
19 თებერვალს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფში საქართველოს ნაკრები სერბეთს უმასპინძლებს. მეტოქე გუნდი თბილისში ჩამოფრინდა და სპორტის სასახლეში ივარჯიშა. იქამდე კი სერბების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ვიცით, რა მისიაც გვაქვს საქართველოში. არავითარი გათვლა არ გვაქვს, ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ჯერ საქართველოს ვხვდებით, შემდეგ შვეიცარიას. მათ უკვე ვეთამაშეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. მოთამაშეებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს.

მე ობიექტური ადამიანი ვარ და უნდა ვთქვა, რომ ყოველ შეკრებას ახალი შემადგენლობით
ვატარებთ. საწყენად არ ვამბობ, საშუალო დონის კალათბურთელები მყავს, ვინაიდან ევროლიგისა და NBA-ს მოთამაშეები ვერ გვეხმარებიან. შეხედეთ საქართველოს ნაკრებს, შერმადინი 10 წელია თამაშობს. ლეგიონერები იცვლებიან, მაგრამ სხვები წლების განმავლობაში ერთად ასპარეზობენ. ამ მხრივ, ჩვენთან შედარებით უპირატესობა აქვთ. ეს თავის მართლება არაა, რეალობაა. მოტივაცია პრობლემა არ იქნება", - ციტირებს კოკოშკოვს სერბეთის კალათბურთის ფედერაციის საიტი.

როგორც ცნობილი გახდა, სერბეთის ნაკრებს შვეიცარიასთან შეხვედრის წინ ვასილი მიჩიჩი (ანადოლუ) და მარკო გუდურიჩი (ფენერბახჩე) შეუერთდებიან და თავისთავად, ისინი საქართველოს ეროვნულ გუნდთან ვერ ითამაშებენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩემი რესპექტი ბატონ კოკოშკოვს. მადლობა ყველაფრისათვის.
8
რესპექტი? პატივისცემა რომ დაგეწერა არა?
ზურა
09:17 18-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული