ცნობილმა კომენტატორმა და რუსულ კალათბურთში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა ვლადიმირ გომელსკიმ თავის ვებ-კონფერენციაზე ცსკა-ს ევროლიგის ოთხთა ფინალში გასვლასთან დაკავშირებით გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
შეგახესენებთ, ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში რუსეთთან, ესპანეთთან, თურქეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა.
"ეს ისეთი ჯგუფია, საიდანაც შემდეგ ეტაპზე 4 მოგებით შეიძლება გასვლა.
ესპანეთი და თურქეთი ძლიერი გუნდებია. ბელგია და რუსეთი - კარგი გუნდები. საქართველოს საკუთარი მოედნის უპირარტესობა გააჩნია, თუმცა ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს".