შენგელია, ცინცაძე, სანაძე - ზუროსმა ნაკრები შეკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში 3 კვირის განმავლობაში მოემზადება. ჩვენს ეროვნულ გუნდს უახლოესი ოფიციალური მატჩები ნოემბერში ელის, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობისა და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, გენერალური შეკრება სეზონთშორის პერიოდში დაიგეგმა. ამის უპირველესი მიზეზი ეროვნული გუნდის წევრთა ფორმაში ყოფნა, მათი ერთმანეთთან კიდევ უფრო შეთამაშება და რა თქმა უნდა, ახალი კანდიდატების შერჩევაა.

ჯანმრთელობისა და სხვა რიგი მიზეზების გამო ეროვნულ გუნდში რამდენიმე კალათბურთელი, ძირითადად აშშ-ს გუნდებში მოთამაშეები ვერ ჩამოვიდნენ, თუმცა ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისშია და ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით
ემზადება. ვარჯიშების დაწყების წინ ნაკრების მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და გუნდის ყველა წევრმა კოვიდ 19-ზე PCR ტესტები გაიკეთეს. ვერის ბაღის დარბაზში რეგულაციების სრული დაცვით ყველა პირობაა საიმისოდ შექმნილი, რომ ეროვნული ნაკრების კალათბურთელები უსაფრთხოდ მოემზადონ.

ილიას ზუროსი ასისტენტებთან – მილოშ გლიგორიევიჩთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ანატოლი ბოისასთან და ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილთან ერთად ნაკრების წევრებს დღეში ორჯერადად ავარჯიშებს საიმისოდ, რომ სეზონის დასრულებისა და დასვენების შემდეგ თითოეულმა მათგანმა ფორმა აღიდგინოს. მწვრთნელთა შტაბს შემუშავებული აქვს სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კალათბურთელები ვარჯიშების ყველა საჭირო კურსს გაივლიან და ფიზიკურ-ტაქტიკურ მომზადებასთან ერთად მოთამაშეებს შორის ერთიანობის, გუნდურობის განცდა კიდევ უფრო განმტკიცდება.

შემადგენლობა:

გიორგი ცინცაძე ("თსუ"), გივი ბაქრაძე ("ოლიმპი"), ლუკა მაზიაშვილი (უგუნდოდ), ოთარ ფხაკაძე ("ქუთაისი"), ლუკა ბულაშვილი ("დინამო"),  მერაბ ბოქოლიშვილი ("რუსთავი"), კახა ჯინჭარაძე ("ოლიმპი"), საბა ლობჯანიძე (უგუნდოდ), სანდრო სანაძე ("ტამისი", სერბეთი), ნიკა ჩეჩელაშვილი ("ცხუმ-აფხაზეთი"), დუდა სანაძე ("ბორაცი",  სერბეთი), ნიკა გაფრინდაშვილი ("დინამო"), ნიკა მეცხვარიშვილი (ლუიზიანას უნივერსიტეტი, ნცაა, აშშ), მიხეილ ბერიშვილი (უგუნდოდ), გიორგი კორსანტია (უგუნდოდ), ალექსანდრე ფევაძე ("ცხუმ-აფხაზეთი"),  ნიკა დარბაიძე ("დინამო"),  თორნიკე შენგელია ("ცსკა", რუსეთი), ბექა ბექაური ('ბათუმი"),  ილია ლონდარიძე ("ოლიმპი", გიორგი შერმადინი ("ტენერიფე", ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე ("ორში",  საფრანგეთი), გიორგი თვალაბეიშვილი ("რუსთავი").

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული