უკრაინასთან და ესპანეთთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტთან" კომენტარი გააკეთა:
"მუდამ ბედნიერი ვარ, როდესაც საქართველოში ვბრუნდები და ამ ქვეყანას წარმოვადგენ. პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, გუნდში ბევრი ახალი სახეა. ზუსტად იგივე ხდებოდა წინა შეკრებაზე და ახალმა მოთამაშეებმა მნიშვნელოვან ეპიზოდებში გამოიჩინეს თავი. ეს გვაჩვენებს, რომ საქართველოში კალათბურთი და ახალი ტალანტები მაღალ დონეზე არიან.
14-საათიანი ფრენა მქონდა, მაგრამ ამასაც არა უშავს. ვარჯიშის შემდეგ სასტუმროში წავალ და თამაშისთვის დავისვენებ.
უკრაინა მაღალი,
ფიზიკურად ძლიერი გუნდია, უნდა ვარბენინოთ და ჩვენი სისწრაფე გამოვიყენოთ. როგორც უკრაინასთან, ასევე ესპანეთთან ნამდვილი ბრძოლა გველის. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არც ერთი მატჩი არაა ადვილი. ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა.
ქართველმა ხალხმა იმდენი სიყვარული მანახა, რომ მსურს ყველაფერი ჩემი თამაშითა და გამარჯვებებით დავუბრუნო. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ გავალთ პარკეტზე და მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".