საქართველოს ნაკრებმა სკოპიეში ივარჯიშა - განწყობა საბრძოლოა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა სკოპიეს ბორის ტრაიკოვსკის დარბაზში ივარჯიშა, სადაც ხვალ, 27 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია 2 დღის წინ, თბილისსი 91:70 დაამარცხა და ხვალ ტურნირის მეორე წრის მატჩში დაუპირისპირდება. ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კიდევ 2 წევრის – ესპანეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩი ცნობილი მიზეზების გამო გადაიდო. უკრაინა ესპანეთს 24 თებერვალს კორდობაში შეხვდა, ხოლო კიევში
დაგეგმილი შეხვედრა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ შედგება.

დღევანდელი ვარჯიში მთლიანად კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. ილიას ზუროსმა ასისტენტებთან – მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად კალათბურთელებს ნახევარ მოედანზე, ცალ ფარში დაცვითი და შეტევითი კომბინაციები დაამუშავებინეს.

გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა, არაა ტრავმები და ყველა კალათბურთელი ბრძოლის მოლოდინშია. ჩრდილოეთმაკედონიელებს რამდენიმე კალათბურთელი დაუბრუნდა, რომლებსაც ტრავმის გამო წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ. ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. საქართველოს წინ ბორის ტრაიკოვსკის სახელობის დარბაზში ვარჯიში ჰქონდათ მასპინძლებს და მოედანზე მყოფი მაკედონიელი კალათბურთელები ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმაც იხილა.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას 23:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
shengela ratom ar emateba? espanetshi kofnas nakrebtan chasuliko
duscatto
27 თებერვალი 2022 04:25
0
უკრაინას შევთავაზოთ დროებით თბილისში თამაში
დავითი
27 თებერვალი 2022 02:35
0
უმნიშვნელოვანესი თამაშია, თუ გვინდა რომ შემდეგ ჯგუფში შანსი გვქონდეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან შემდეგ ჯგუფში გადაგვყვება ამ ჯგუფში დაფიქსირებული ყველა ქულა, და აღნიშნული თამაშის(ღმერთმა არ ქნას) ვერ მოგებით, ფაქტიურად უშანსოდ ვრჩებით. მაქსიმალურად მობილიზება არის საჭირო!!! წარმატებები ბიჭებო!!!
Joko
26 თებერვალი 2022 22:20
4
მაკედონიასთან მოგება იმ ჯგუფში არ გადაგვყვება, იქ მხოლოდ ეპანეთან და უკრაინასთან მოგებული ქულები გაგვყვება, ხვალინდელი მოგება იმაში გვარგია, რომ გამსვლელ სამეულს ვინაღდებთ, რაც ჩემი აზრით ისედაც განაღდებული გვაქ თუ 21 ქულაზე მეტს არ წავაგებთ ხვალ სკოპიეში.დდდ
რრრ
26 თებერვალი 2022 22:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული