ტენერიფელთა მორიგი მსხვერპლი უნგრული “სომბატჰეი” აღმოჩნდა, რომელმაც პირველ ტაიმში გმირულად იბრძოლა. დიდი შესვენებისთვის მასპინძელი “ტენერიფე” მხოლოდ ქულას იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებს გადაუარა და საბოლოოდ 87:62 იმარჯვა. შერმადინმა 20 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და თავი 8 ქულას, 4 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფელთაგან საუკეთესო იყო კაილ ვილტიე, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
შემდეგ მატჩს “ტენერიფე” 15 მარტს, სტუმრად, “ლიეტუვოს რიტასთან” გამართავს.
წყარო: GBF