ვინ ჩამოვა რუსეთის ნაკრების ნაცვლად საქართველოში?

AutoSharing Option
ფიბამ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა ოფიციალურად აუკრძალა. შესაბამისად, ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, რომლის ერთი ჯგუფის მატჩები თბილისში გაიმართება, რუსეთის ნაკრები ვეღარ ითამაშებს. ჩვენ გარდა, ჯგუფში 4 გუნდი დარჩა - ესპანეთი, თურქეთი, ბულგარეთი და ბელგია.

მონტენეგროული Pobeida წერს, რომ რუსეთის ადგილს მათი ქვეყანა დაიკავებს, რადგან შესარჩევზე სწორედ მონტენეგროს ჰქონდა ყველაზე კარგი შედეგი მათ შორის, ვინც საგზური ვერ მოიპოვა.

კოდევ ერთი ვარაუდის თანახმად, თბილისში რუსეთის ნაკრების ნაცვლად, მისი შესარჩევი ჯგუფის ყოფილი წევრი, ჩრდ. მაკედონია ჩამოვა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

alt

ევრობასკეტის წინათქმა - სიურპრიზი საქართველოსგან თუ იმედგაცრუება? ექსპერტებმა მსჯელობა დაიწყეს

altევრომასპინძლები: გერმანიამ ლიეტუვა აირჩია, ჩეხეთმა – პოლონეთი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული