უღირსი საქციელი და ღირსება - საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მარცხის გამო საჭირო დასკვნები უნდა გამოიტანოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე უკრაინასთან დამარცხებამ ყველას უზომოდ დაგვწყვიტა გული. წაგებაცაა და წაგებაც, მაგრამ ასეთი?! წაგება და მოგება ძმები სულაც არ არიან და ყველაზე საწყენი ისაა, რომ ჩენი გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა, რაღაც უინიციატივო იყო, არაბრძოლისუნარიანი და თავისზე შედარებით სუსტ მეტოქესთან დათმო მატჩი, რომელსაც 5 წამყვანი კალათბურთელი აკლდა. არ მიყვარს ხმამაღალი ფრაზებით ლაპარაკი, შეთქმულების თეორია და ა.შ. თუმცა, ილიას ზუროსის გუნდი ამჯერად ვერ გახლდათ ჩვეულად შემართული, სიმაღლეში უპირატესობის მიუხედავად, ფარიც დავთმეთ და თამაშიც.

ისე მოჩანდა, თითქოს მოწინააღმდეგე
უფრო მოტივირებული და გამარჯვების მოსაპოვებლად მობილიზებული იყო. გულშემატკივართა ეჭვები გოგა ბითაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამაც გამოიწვია, რაც მისი მცირე ტრავმით ახსნეს.

შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ადვილი გამარჯვების იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინა ადვილად დასამარცხებელი გუნდი რომ არაა, ეს ყველამ იცის - 2017 წელს ევრობასკეტზე 88:81 მოგვიგეს, 2021 წელს თბილისში კი 88:83 დავამარცხეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენმა გუნდმა უბრალოდ ძალები დაზოგა და 4 ივლისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან საბრძოლველად ემზადება. ხდება ხოლმე, როდესაც გუნდი შემდგომ, უფრო მნიშვნელოვან მატჩზეა კონცენტრირებული, აზრით უკვე იქაა და მობილიზაციას ვერ ახერხებს. ძნელი სათქმელია და რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. კიდევ უფრო გაამწვავა ჩვენი რეაქცია უკრაინელთა ლატვიელი მწვრთნელის აინარს ბაგაცკისის უკადრებელმა საქციელმა.

რა თქმა უნდა, მთლად სწორი ანალოგი არ არის, მაგრამ ნამატჩევს ერთი საფეხბურთო ისტორია გამახსენდა: 1979 წლის აგვისტოში ტაშკენტის „ფახთაქორის“ ფეხბურთელთა გუნდი ავიაკატასტროფაში მოჰყვა, დაიღუპა 17 მოთამაშე, მწვრთნელი და ადმინისტრაციის წევრები. უზბეკური გუნდი სასწრაფოდ სხვადასხვა კლუბების ფეხბურთელებით დააკომპლექტეს, თბილისის „დინამოდან“ თავდამსხმელი ზურაბ წერეთელი გადავიდა (1980 წელს მანუჩარ მაჩაიძეც). ტრაგედიის შემდეგ ტაშკენტელებმა პირველი შეხვედრა ერევანში „არარატთან“ გამართეს, სადაც მიუსამძიმრეს და 3:1 დაამარცხეს. პირველი საშინაო მატჩი „ფახთაქორმა“ თბილისის „დინამოსთან“ ჩაატარა. ქართველებმა ის თამაში შეგნებულად დათმეს (1:2). დავით ყიფიანმა თქვა კიდეც, აქ მოსაგებად არ ჩამოვსულვართო. ნამატჩევს „დინამო“ გულშემტკივრებმა მოედნიდან ოვაციებით გააცილეს. შეგახსენებთ, იმ წელს „დინამომ“ სსრკ-ის თასი მოიგო (ფინალში მოსკოვის დინამოს სძლია) და ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა.

მოკლედ, უზბეკებმა ჩვენი საქციელი სათანადოდ დააფასეს. ვერ ვიტყვი, რომ გუშინ რიგაში რაიმე მსგავსს ჰქონდა ადგილი და ბაგაცკისის უხამსს ჟესტს არავითარი გამართლება არ აქვს. ეს მეტოქის შეურაცხყოფაა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს კალათბურთელებს იმისათვის, რომ თავის შეკავება შეძლეს და სკანდალში არ გაეხვნენ, რასაც ფიბას მხრიდან აუცილებლად შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა. ჩვენთვის კი ეს კარგი გაკვეთილი უნდა გამოდგეს და მომავალში მოედანზე არავის არაფერი არ უნდა დავუთმოთ. იმედია, ესპანეთთან ისევ იმ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ, რომელიც ბოლომდე იბრძვის და გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავს.

მიმომხილველი

გამარჯვების მოსაპოვებლად მობილიზებული იყო. გულშემატკივართა ეჭვები გოგა ბითაძის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამაც გამოიწვია, რაც მისი მცირე ტრავმით ახსნეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბაგაცკისი არ არის დაბალი დონის მწვრთნელი. შეგნება აქვს და ზრდილობაც. მართალია არასასიამოვნო იყო წაგებულ თამაშზე კიდევ ბაგაცკისის მხრიდან მისი ასეთი საქციელი მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ არაფერი ცუდი არ გაუკეთებია. რატომ ავარდა ქართველები ბაგაცკისის აღებულ ტაიმაუტზე ქაჯებივით? კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ "გრუზინობა" და ამიტომაც ბაგაცკისმა ის გააკეთა რაც გააკეთა. არ მოითმინა ბაგაცკისმა ის გრუზინული გამონახტომი რაც ქართველებმა გაათეს. ასე რომ დასკვნები ჯერ ჩვენ გამოვიტანოთ ჩვენ თავში და თითი მერე გავიშვიროთ სხვისკენ.
ლუარსაბი
04 ივლისი 2022 09:13
10
ლუარსაბს. ბაგაცკისმა ძალიან კარგად იცოდა იმ ტაიმ-აუტით რასაც აკეთებდა, ჩვეულებრივი პროვოკაცია მოაწყო, მაგრამ როდესაც ქართველების "გრუზინულ" ავარდნაზე საუბრობ, იმას რატომ არ ამბობ, რომ არც არაფერი არ მოხდებოდა მაგ "არა დაბალი დონის" მწვრთნელს ელემენტარული ზრდილობა რომ გამოეჩინა და ის ჟესტი არ ეჩვენებინა? ელემენტარული პატივისცემა გამოეჩინა თუნდაც ზუროსის მიმართ,(თუ ზუროსიც "გრუზინია"?) მისთვის ხელის არ ჩამორთმევა მაღალ ევროპულ კულტურაზე მეტყველებს?! როგორც ყველა, ვინც ქართველებს "გრუზინებად" მოიხსენიებს, შენც დაკომპლექსებული, გოიმი "ჩიტი" ხარ.
დათო
05 ივლისი 2022 21:50
0
მსოფლიოზე გასასველელად ეს მოგება დაგვაკლდება და ყველა პირობა იყო რო ეს შეხვედრა მოგვეგო, როგორც ყოველთვის გადამწყვეტ თამაშში ბოლომდე ჩაჭ.., ვის უთმობდნენ რას უთმობდნენ ზოგი რო წერს,რატო ვბალეშიკობთ ამ აქოთებულებს ტოტალიზატორშიკებს
**
04 ივლისი 2022 00:08
0
ჯერ კიდევ პირველი მატჩის მერე,ვფიქრობდი, რომ გასვლით მატჩში გაგვიჭირდებოდა.არ გვყავს 1,2,3 ნომრები მაღალი დონის,ერთადერთი მაკფადენია. ჩემი აზრით თამაშებს მაინც ტანდაბალი მოთამაშეები იგებენ.
დიმა
03 ივლისი 2022 21:58
0
არ იყო გუნდი სათამაშო ტონუსში.ერთი ამხანაგური მაინც უნდა გვეთამაშა ამ თამაშამდე.
dato128
03 ივლისი 2022 17:06
0
რა არ მიუციათ ხალხო, რეებს წერთ,აბა რა ქნეს? ამას თუ ქვია: არ წაუვიდათ. მაშინ რაღა ვთქვა. თუ მისცეს და ვისი მისცეს,ვინ მისცათ უფლება, რა კერძო კანტორაა? ქვეყანა აიგდეს მასხარად, ამას ქვია ასე. რაც შეეხება იმათ მწვრთნელს, იტიპა რა ბიჭმა, ვითომ რაღაც სქემების ხაზვა დაიწყო. არანაირი აზრი იმ წუთშესვენებას არ ჰქონდა! უბრალოდ იტიპა რა, გოიმის ფსიქოლოგია ასეა.
ლევანი
03 ივლისი 2022 16:58
7
ვისაც გგონიათ რომ ან ესპანეთისთვის თავი შემოინახეს, ანდაც უკრაინელებს თამაში მისცეს აზრზე არ ხართ კალათბურთის!!! წლებია ჩვენს კალათბურთში სისტემური კრიზისია და თავს ნუ ვიტყუებთ! წლებია ბავშთა კალათბრუთში კატასტროფა ხდება! გურასპაულმა კიდევ უფრო განამტკიცა ძმა-ბიჭობით წარმოებული სელექციის პროცესი, სანიკიძე პარლამენტშია დაკავებული... ასე რომ უმაღლესი შედეგებისბ მოლოდინი რატომ გაქვთ ვერ ვხდები!
პაატა
03 ივლისი 2022 16:16
3
რატო გიკვირთ უკრაინასთან წაგება? თბილისში ძლივს მოუგეთ 5 ქულა, მაგის მერე ისინი გაძლიერდნენ, ჩვენ იგივე გუნდი დავრჩით, 30 წელია ცინცაძის გარდა გამთამაშებელი ვერ გავზარდეთ და ეს არაა ფედერაციის ბრალი, იმდენ ფულს, რომ ვყრით ბასკონიის კემპებში და ასე შემდეგ შედეგი სადაა? რა გონება მახვილობა გვაკლია ქართველებს თუ სისხარტე, მეტი რა უნდა გამთამაშებელს? იგივე ითქმის მსროლელის პოზიციაზე მხოლოდ ერთი მარკოიშვილი დამოუკიდებლობის მერე და მორჩა.
რრრ
03 ივლისი 2022 14:41
0
არავის არაფერი არ მიუცია, რა, სხვები აძლევდნენ და თოკო არ აძლევდა? უბრალოდ კატასტროფულად არ წაგვივიდა თამაში, 20დან 1 სამქულიანი იყო მხოლოდ ზუსტი მეოთხე მეოთხედის დასაწყისში. ელემენტარულად 2ით მეტი სამქულიანი რომ ჩავარდნილიყო (რაც წარმოუდგენელი კი არა, მაინც საშინელი შედეგი იქნებოდა), ან 3 ორქულიანით მეტი , ან თუნდაც რამოდენიმე ჯარიმით მეტი (რაც ჩვენი გუნდის ჩვეულებრივ სტატისტიკაში ჯდება), სულ სხვა თამაში იქნებოდა ბოლოს. იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცეები კალათბურთში და ნუ გავატანთ ნაბან წყალს ბავშვსაც, ნუ გადავაყოლებთ ამ ერთ წაგებას ყველაფერს.
დათა თუთაშხია
03 ივლისი 2022 13:52
1
კვლავ იმ აზრზე ვარ,რომ თამაშის წინ,ან თამაშის დროს,რაღაც მოხდა,რამაც უარი გვათქმევინა თამაშზე.თუ ასე არ არის და ასე უპასუხისმგებლოდ მოემზადნენ თამაშისათვის,მაშინ კი დაუმსახურებიათ უპატივცემულობა.ესპანეთთან მომავალ თამაშზე ფიქრი,ვერაფრით გაამართლებს ასეთ ინდეფერნტულობას.თან ეს გამარჯვება, ჩვენც ძალიან გვჭირდებოდა და მეშინია,საბედისწერო არ გავიხდეს.
სოსო
03 ივლისი 2022 13:33
1
როგორც ბოლო-ბოლო გაირკვა, როგორც ვფიქრობდი კიდეც, წაგებულებს ანუ ჩვენ დაგვიწყია მართლაც უღირსი და სულელური ჭინჭყლობა და საქმის გარჩევა რაღაც წუთშესვენებასთან დაკავშირებით და სხვას რაღას ვერჩით!?
მანანა
03 ივლისი 2022 11:32
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული