"ჯოჯოხეთი თბილისში და ცეცხლი პარკეტზე" - ესპანური მედია საქართველოს ნაკრებთან მარცხზე

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებთან წაგებულ მატჩს (76:82)  ესპანური მედია გამოეხმაურა.

AS: მტკივნეული დარტყმა თბილისში

"კავკასიელებმა ოვერტაიმში პარკეტზე ცეცხლი დაანთეს და ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. "საქართველო-საქართველო" - ომახიანად სკანდირებდნენ დარბაზში გულშემატკივრები. ქართველებმა წამყვანი ტრიოთი (მაკფადენი, შენგელია, შერმადინი) და "სპეციალური სტუმრით", ანდრონიკაშვილით, ესპანეთი დასაჯეს. ეს საგანგაშო არა, მაგრამ მტკივნეული დარტყმაა.

ეს თბილისში კარგი საკალათბურთო საღამო იყო. ეს არ იყო ესპანეთის დღე, არამედ იყო ქართველთა სიამაყე. "საქართველო-საქართველო" - გრგვინავდა თბილისში არენა".

"მარკა": ესპანეთი ქართულ ჯოჯოხეთში იწვის - გაუტეხელ
მაკფადენთან

"ტყუილად როდი იყო ეს შეხვედრა ამ სანაკრებო ფანჯარაში ყველაზე რთულად მიჩნეული. ამ ფონზე ესპანეთი უძლური აღმოჩნდა. ესპანეთს გარკვეულ პერიოდში საუკეთესო წუთებმა ვერ უშველა და ქართველთა "დიდმა სამეულმა" ტემპი შეცვალა, ნატურალიზებული ამერიკელის წინამძღოლობით ჯოჯოხეთი მოგვიწყო და გაიმარჯვა.

ახლად აშენებულ არენაზე მოჩანდა, რომ მასპინძლები ზეწოლას სულ უფრო და უფრო აძლიერებდნენ. თავიანთ ეროვნულ გმირ თორნიკე შენგელიასთან ერთად მქუხარე ოვაციების თანხლებით, ეროვნული ჰიმნის, "თავისუფლების" შესრულების შემდეგ მოედანზე ჩვენზე უფრო აგზნებულები გავიდნენ და გამარჯვება მოიპოვეს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს გამარჯვება რომ ისტორიულია, ფაქტია და ბრავო ბიჭებს. უკრაინასთან წაგებას წმინდა სპორტული მარცხის გარდა, არანაირი გამართლება არა აქვს - რას ნიშნავს არ ითამაშეს? სპორტი სპორტია. გასაგებია რომ ქვეყანა ომშია, მაგრამ მაგ პრინციპით ავღანეთი სულ მსოფლიო ჩემპიონი უნდა იყოს, ნახევარი საუკუნეა, ხან რუსებს ებრძვის, ხან ამერიკას. და ჩემი აზრით რუსეთი უნდა გაეშვათ ყატარის მუნდიალზე და იქ გადაეჯეგა ან გერმანიას, ან ბრაზილიას, ან ვინმე სხვას და ეგ უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ეს მოცემულობა - რომ გაიძახიან არ გაგვიშვეს, თორე ჩემპიონები ვხდებოდით ისეთი გუნდი გვყავსო. ერთი მაგათიც, ბრავო ჩვენ კალათბურთელებს, ასეთი ამაყები ჩვენი სპორტსმენების წყალობით, აღარც მახსოვს როდის ვიყავით - მადლობა!!!
1
უკრაინასთან კი არ გაყიდეს, არამედ დიდსულოვნად დაუთმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ძალით და სპორტული ჟინით არ უთამაშიათ.ძალიან დიდი სხვაობაა გაყიდვასა და დათმობას შორის და ეს არ აკნინებს ჩვენ კალათბურთელებს,შეიძლება ამაღლებს კიდეც! (ისევე, როგორც შოტლანდიამ დაუთმო ფეხბურთში).რაც შეეხება რატის, დიახაც უნდა ადიდო და აქო, რადგანაც დაიმსახურა შექება, უდავოდ მატჩის გმირი იყო. ობიექტური მიზეზების გამო, ბევრი გულშემატკივარი ელოდა მარცხს რიგაში უკრაინასთან, რაც მოხდა კიდეც. ესპანეთთან გამოჩნდა საქართველოს რეალური ძალა და შესაძლებლობა!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
20:57 05-07-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული