მამუკელაშვილს ნაკრებში "მილუოკი ბაქსის" მწვრთნელიც ავარჯიშებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება გრძელდება. კურორტ როგლაში ილიას ზუროსის გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე მოემზადოს და მოახლოებულ ოფიციალურ მატჩების სათანადო ფორმაში შეხვდეს. ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს, არაერთი ამხანაგური მატჩია. მათ შორის უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში ელის, სადაც ჩვენი ნაკრები ავტობუსით, როგლადან გაემგზავრება.

ვარჯიშები აქტიურ ფაზაში შევიდა. ილიას ზუროსი ასისტენტებთან ერთად ბევრ დრო კომბინაციების გათამაშებას, ძირითადად დაცვითი ტაქტიკის დამუშავებას უთმობს.
ფიზმომზადების მწვრთნელიც საკუთარ გეგმას მიჰყვება და მოძლიერებული მოთამაშეების უფრო მაღალ ფიზიკურ კონდიციამდე აყვანას ცდილობს. მედიკოსთა ჯგუფიც ჩვეულად დატვირთულია – ნაკლებად ტრავმების რეაბილიტაციით და უფრო მეტად მოთამაშეების ოპტიმალურ ფორმაში ჩასაყენებლად, იქნება ეს სწორი კვება, ვარჯიშისშემდგომი სარელაქსაციო მასაჟი თუ კალათბურთელებისთვის ინდივიდუალური მოედანსგარეთა გრაფიკის შედგენა-განხორციელება.

2 დღეა, ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც გუნდთან სრულფასოვანი ვარჯიშის უფლება ნბა-ს რეგულაციების გათვალისწინებით 4 აგვისტოდან აქვს. სანდროს თან ახლავს “მილუოკი ბაქსის” ერთ-ერთი მწვრთნელი, ჯეკ ჰერუმი, რომელიც მამუკელაშვილს ჩვენი ნაკრების დარბაზში მისვლამდე ინდივიდუალურად ავარჯიშებს. შემდეგ კი სანდრო ნაკრებთანაც ვარჯიშობს, თუმცა მხოლოდ სროლებით და ეგრეთწოდებული 5-0 კომბინაციებით შემოიფარგლება, სადაც მოთამაშეებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ.

ფორმაში შედის გიორგი ცინცაძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხის გამო გასული მთელი სეზონი გაუცდა. ცინცაძემ არ ითამაშა წინა საკვალიფიკაციო მატჩები უკრაინასთან და ესპანეთთან, თუმცა ის გუნდთან ერთად იყო. ნელ-ნელა გიორგი ჩვეულ ფორმას იბრუნებს და მისი ორიენტირი საკვალიფიკაციო მატჩები და რა თქმა უნდა, ევრობასკეტია.

ეროვნული გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია დადებითად აფასებს გუნდის მზადყოფნას ამ ეტაპზე და იმ წვრთნის პროცესს, რომელსაც ჩვენი გუნდი ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად გადის:

“საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი შეკრება, ვემზადებით როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად და მჯერა, რომ ამ შეკრების მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება”.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოქალაქე, შენ არა ხარ პატრონი? უპატრონე მერე, მარტო სიგრძე არაა საკმარისი. მიხედე მერე ასე მაგარი თუა, აქ ტირილი რას გიშველის
ლევან მაღლაკელიძე
01 აგვისტო 2022 19:37
0
ტყუილად არ ჩამოყვა იმიტომ რომ უფრთხილდებიან და გუნდს ჭირდება მამუ..ამიტომ ეტყობა არ არიან ჩვენი ნაკრების მწვრთნელები იმ დონის რომ მამუ არ გადატვირთონ და ასე შემდეგ...ვიც კალათბურთი იცის მიხვდება...ჩვენ არ გვყავს იმ დონის მწვრთნელები ნბა ში რომ არიან.
ასე რომ კარგია მომწონს ბაკსის მიდგომა თავისი კალათბურთელებისთვის....ჩვენთან რომ არის აკადემიები და ბავშვებს არ უფრთხილდებიან...ჩემი ბავშვის მაგალითზე გამოვცადე....207სმ სიმაღლის ბავშვი მყავს და უპატრონობით არის ჩაძირული...ნბა ში მიდგომა კიდო გამოჩნდა მამუს გამო რომ უფრთხილდებიან.
მოქალაქე
01 აგვისტო 2022 11:54
1
ტყუილად არ ჩამოყვა იმიტომ რომ უფრთხილდებიან და გუნდს ჭირდება მამუ..ამიტომ ეტყობა არ არიან ჩვენი ნაკრების მწვრთნელები იმ დონის რომ მამუ არ გადატვირთონ და ასე შემდეგ...ვიც კალათბურთი იცის მიხვდება...ჩვენ არ გვყავს იმ დონის მწვრთნელები ნბა ში რომ არიან.
ასე რომ კარგია მომწონს ბაკსის მიდგომა თავისი კალათბურთელებისთვის....ჩვენთან რომ არის აკადემიები და ბავშვებს არ უფრთხილდებიან...ჩემი ბავშვის მაგალითზე გამოვცადე....207სმ სიმაღლის ბავშვი მყავს და უპატრონობით არის ჩაძირული...ნბა ში მიდგომა კიდო გამოჩნდა მამუს გამო რომ უფრთხილდებიან.
მოქალაქე
01 აგვისტო 2022 11:52
1
მწვრთნელი კი არა ფაქტიურად შპიონი გამოაყოლეს (ადრე რომ აყოლებდნენ შპიონებს კგბ დან სპორტსმენებს) რომ იმათი "წესი" არ დაარღვიოს და 4 აგვისტომდე გუნდის ვარჯიშებში არ ჩაერიოს @ ბინმემ გაგვაგებინოს რა ახირებაა ეს 4 აგვისტომდე აკრძალვა ? @@
zura222
31 ივლისი 2022 21:26
19
უფრთხილდებიან და მიტო...არაფერ შუაშია კკბ..მოლანდებები ხომ არ გაქვს..ჩვენს მწვრთნელებს არ ენდობიან არ არიან ნბას დონის
მოქალაქე
01 აგვისტო 2022 11:54
1
ნე ზვიზდი მაზგაჩ. როცა მოთამაშე საკუთრებაა და დიდ ფულს უხდი და იმედებს ამყარებ შესაბამისადაც ნერვიულობენ.ამას ფიბა უნდა ახერხებდეს და აგვარებდეს მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს აკეთებს და ვერც იზამს.
suares
01 აგვისტო 2022 02:21
2
ყველა გამოხმაურება
ჩვენი საამაყო ბიჭები!
ILIA
31 ივლისი 2022 20:09
0
ნბას მწვრთნელი საქართველოშია!იმედია ჩვენი მწვრთნელები თვალს ადევნებენ მის მუშაობას და რაღაც ახალს აითვისებენ.ზუროსი დიდი მწვრთვნელია,მაგრამ ნებისმიერი მაღალი დონის მწვრთნელისაგან შეიძლება რაღაც ახალის,ან განსხვავებულის ნახვა და ათვისება.არა მგონია ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებს,(თუ ისინი გაუბედავენ დალაპარაკებას) უარი უთხრას კონსულტაციებზე და ცოდნის გაზიარებაზე.ასეთი შანსი ყოველდღე არ ჩნდება და გამოყენება უნდა.
სოსო
31 ივლისი 2022 20:07
3
საქართველოში კი არაა სლოვენიაშია ჯერ ერთი, მეორეც ერთი ზუროსზე ძლიერი თU გგონია ნბა ასისტენტი რომელიღაცა მწვრთნელი თანაც კონდიციების ძალიან ცდები. ასე რომ ვინც გვყავს მწვრთნელი ჯერ იმისგან ვისწავლოთ სასწავლი
suares
01 აგვისტო 2022 02:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული