მამუკელაშვილის 16 და შერმადინის 15 ქულა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისრაელთან თბილისში მეორე ამხანაგურ მატჩშიც დამარცხდა, რომელიც გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დახურული იყო - ამჯერად 68:81.

ჩვენი გუნდიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკალაშვილი იყო, ხოლო გიორგი შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო. სტუმართაგან 12 ქულა გაი პნიკის ანგარიშზეა, ტომერ გინატმა კი 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. იამ მადარმაც 10 ქულა ჩააგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე ათენში გამართავს, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქეები საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
წლების წინ ისრაელის და უნგრეთს ვუგებდით დღეს კიდო ისინი გვიგებენ თან დამაჯერებლად...მიზეზი კი სწორი მიდგომა და ბავშვების სწორი გაზრდა...ჩვენ ვინ გავზარდეთ ჩანს კიდოც და მოვალი არ ჩანს... ბევრი იტყვის ამაზე უკეთესები არ გ ყავსო ამაში მეც დავეთანხმები,მაგრამ ზუსტად აქ მინდა გითხრათ გაიზარდნენ და წინ წამოვიდნენ მამიკოს შვილები მეგობრის შვილები და მართლა პერსპექტიული ბავშვები დატოვეს...კალათბურთი არის ადვილი სასწავლი მე 40 წლის ასაკში ვისწავლე ისე რომ მეუბნებოდნენ სად ვარჯიშობდიო.მე მყავს შვილები ორივე კალათბურთში დადიან და აბსოლიტური ნულია ყურადღება იმიტომ რომ მე ფული არ მაქვს მეგობარიც არ მყავს
და ასე შემდეგ....ერთია 207სმ და მეორე 1.95 სკოლის მოსწავლეები.მე არ ვდებ თავს რომ ჩემები მაგრები გაიზრდებიან მაგრამ ყურადღება უნდა იყოს თანაბარი და კონკურენცია თანაბარი.არ უნდა იჩაგრებოდნენ.
მოქალაქე
14 აგვისტო 2022 18:04
3
ეს ყველაფერი კი სწორად დაწერე, მაგრამ კალათბურთთან ერთად, 40 წლის ასაკში ქართული ენაც რომ გაგეუმჯობესებინა, კიდევ უფრო კარგი იქნებოდა.
დათო
14 აგვისტო 2022 18:59
6
წინათ დავწერე მგონი თამაშს ნიღბავენ თქო, მაგრამ რეალურად ძალიან სუსტები არიან - ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე!!!
ირაკლი
14 აგვისტო 2022 16:57
2
ამას უკვე ამხანაგური თამაშის გაკვეთილს ვეღარ დაარქმევ. ეს იმას ნიშნავს, რომ ებრაელები გვერევიან.
ჟორა გაბრიჭიძე
14 აგვისტო 2022 15:28
2
ზუროსის დიდი იმედი მაქვს, ბიჭებიც თავს დადებენ მჯერა. თუმცა 4-დან 4-ვეს წაგება მაფიქრიანებს, თუნდაც ამხანაგურები იყოს.
G.LA
14 აგვისტო 2022 14:12
1
ყველაფერს ითვალიწინებს ზუროსი და ისე იყენებს ამხანაგურებს, ბოლო 5 წუთი საერთოდ არ ათამაშა გუნდის ლიდერები, ჯგუფიდან გასვლა ევრობასკეტზე და მსოფლიოზე გასვლა, ეს ორი მიზანი აქვს ნაკრებს და ყველა კალათბურთელი უნდა ნახოს საქმეში
გოგა
14 აგვისტო 2022 12:25
0
ვფიქრობ რომ ბითაძეს უნდა დავემშვიდობოთ. ძალიან საეჭვო სიჩუმეა ჩამოვარდნილი და ტრავმა აქ არაფერ შუაშია. ალბათ გუნდი არ უშვებს და ეგაა.

ამ თამაშში შენგელიას არ უთამაშია? დამამშვიდეთ და მითხარით, რომ მასაც ტრავმა არ აქვს?!
დათო
14 აგვისტო 2022 11:33
4
ეს მატჩები არის ევროპის ჩემპიონატის მზადება და ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს. იხილავენ სხვადასხვა სქემებს, ათამაშებენ 15-15 კალათბურთელს, გუშინ შემგელიას საერთოდ არ უთამაშია. მთავარია 2 კვირაში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ. წარმატებები საქართველოს ნაკრებს
კოტე
14 აგვისტო 2022 11:28
0
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ნაკრები გვყავს რაც კი გვყოლია ოდესმე, მაგრამ აშკარად რაღაც გვაკლია და ეს რაღაც ერთი შეხედვით გუნდურობაა.
თითქოს მარტო შენგელიას უნდა მოგება და დანარჩენებიც მას გრძნობენ და არ იხარჯებიან.
არადა ესპანეთთან აქ ნათამაშების გამეორება ყველას შეუძლია და იმედი მაქვს ევროპაზე გამოაჩენენ ჩვენები ამ ყველაფერს.
ოთო
14 აგვისტო 2022 10:40
0
nu mazgachob ra, rasac akamde mivagciet gunduroba iko da axla shengelia sheicvala tu sxvebi? samcvrtnelo procesia da mzadeba midis ,agmopxvra xarvezebis. roca daicyeben mogebas shenairebi daceren mere egre ra bichebo da titkos araferi dagiceriat manamde uazro. daicadet da uqomaget nalrebs!
duscatto
14 აგვისტო 2022 11:04
5
ჩვენი გუნდი კვლავ რჩება არაგუნდურად მოთამაშეთა ნაკრებად, მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, გათითოკაცებულებს, დიდი ენერგიის დაძაბვით გვიწევს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა. ამ დროს ისრაელთა ნაკრებში საპირისპირო სურათი იყო - გუნდური მოძრაობა, ერთბაშად რამდენიმე კალათბურთელი კომბინირებდა, მანევრირებდნენ, ეძებდნენ თავისუფალ და ხელსაყრელ პოზიციებს და ადვილად ლახავდნენ ჩვენების დაცვას. არ ვითხოვთ სამიანების 100-იანი სიზუსტით ტყორცნებს, მაგრამ ნუთუ არავინ მოიძებნება ისეთი, რომ კალათბურთელებს ტაქტიკური აზროვნება, გუნდური თამაში ასწავლოს?
თენგაბი
14 აგვისტო 2022 09:13
3
tengab tu TENJAZ ar unda bevri mazgachoba. daicade da daacade nakrebs da mere dajdebi da isiamovneb.
Drago
14 აგვისტო 2022 11:06
7
და რატომ იყო დახურული ? თვალი ეცემოდათ ? @@
zura222
14 აგვისტო 2022 08:26
4
:) :) ევროპა იწყება ფინალური ეტაპი და კომბინაციებს ამუშავებდნენ რომელიც არუნდა გაიშიფროს წინასწარ :)
გავაშა
14 აგვისტო 2022 09:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული