მამუკელაშვილის 16 და შერმადინის 15 ქულა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისრაელთან თბილისში მეორე ამხანაგურ მატჩშიც დამარცხდა, რომელიც გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დახურული იყო - ამჯერად 68:81.

ჩვენი გუნდიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკალაშვილი იყო, ხოლო გიორგი შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო. სტუმართაგან 12 ქულა გაი პნიკის ანგარიშზეა, ტომერ გინატმა კი 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. იამ მადარმაც 10 ქულა ჩააგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე ათენში გამართავს, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქეები საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
და რატომ იყო დახურული ? თვალი ეცემოდათ ? @@
zura222
08:26 14-08-2022
4
ჩვენი გუნდი კვლავ რჩება არაგუნდურად მოთამაშეთა ნაკრებად, მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, გათითოკაცებულებს, დიდი ენერგიის დაძაბვით გვიწევს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა. ამ დროს ისრაელთა ნაკრებში საპირისპირო სურათი იყო - გუნდური მოძრაობა, ერთბაშად რამდენიმე კალათბურთელი კომბინირებდა, მანევრირებდნენ, ეძებდნენ თავისუფალ და ხელსაყრელ პოზიციებს და ადვილად ლახავდნენ ჩვენების დაცვას. არ ვითხოვთ სამიანების 100-იანი სიზუსტით ტყორცნებს, მაგრამ ნუთუ არავინ მოიძებნება ისეთი, რომ კალათბურთელებს ტაქტიკური აზროვნება, გუნდური თამაში ასწავლოს?
თენგაბი
09:13 14-08-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული