კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკეთ დაცვაში და უარესად შეტევაში

აკროპოლისის თასზე მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ათენში საბერძნეთთან 67:80 დამარცხდა.

თურქეთთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო მამუკელაშვილმა, დღეს დილით არ ივარჯიშა, თუმცა ის პარკეტზე გავიდა და მწვრთნელმა ზუროსმა ცინცაძესთან, მაკფადენთან, შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სასტარტოში დააყენა. მასპინძლებს იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელიც იტუდისმა დაასვენა. ჩვენი გუნდი დაცვაში თავიდან ისევ კარგად თამაშობდა და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო.

მეორე პერიოდში საბერძნეთმა, რომელსაც გულშემატკივრები უჭერდნენ მხარს, თანამემამულე მსაჯების წახმარებით და აქტიური თამაშით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი 37:34
ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ბევრი შეცდომა დაუშვა, პერიმეტრიდან ქულებს ვერ აგროვებდნენ, ბერძნები ზუსტი სამიანებით 11 ქულით წინ გავიდნენ, ხოლო საბოლოოდ 13 ქულით დაგვამარცხეს.

ჩვენი გუნდიდან 21 ქულა მამუკელაშვილმა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა), შენგელიამ და შერმადინმა 13-13 ქულა და 9-9 მოხსნა მიითვალეს, ანდრომიკაშვილმა 9 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 6, ბურჯანაძემ კი 2. ელადელთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი სლუკასი იყო.

მოკლედ, ზუროსის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა და 19 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქეთს 87:86 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
3-4 კაცია ვის მხრებხეც გადადის მტელი თამაში იქნება მეორე ტაიმი 'საშინელი' აბა რა იქნება. ზუროსს ჩიხში შეჰყავს საკუთარი თავი მაგრამ ისაც ფაქტია რომ არჩევანი არცა აქვს. არ ზრდიან საქართველოში კალათბურთელებს. U16 იმედი მქონდა ეხლა და იმატაც ვერაფერი თამაში აჩვენეს. ეს კრიზისია უკვე და ამაზე პასუხი ფედერაციას უნდა მოეკითხოს. მაგალითი კარგი მუშაობის კიდევ კარგი, არის-- ძალოსნობის ფედერაციაა.
გიორგი
00:29 19-08-2022
0
პირველი მეოთხედი მოვუგეთ თურქებსაც და ბერძნებსაც, მერე რაც მოხდა კი ვიცით. თამაშს სულ როარ შეხედო ისედაც ზედაპირზე ჩანს პრობლემა , სათადარიგო სკამი არ გვყავს. საგადარიგო სკამი იმიტომ არ გვყავს, რომ ეროვნული ჩემპიონატი არ გვაქვს, ეროვნული ჩემპიონატი იმიტომ არ გვაქვს რომ ფედერაციაში არჩევნებით დაწყებული და მერე საქმიანობით გაგრძელებული ჯიგრულ ქართულ პონტში ხდება. 4 მილონიან ქვეყანას ენბიაში 10 წარმომადგენელი ვერ გვეყოლება ასე რომ სანამ ეროვნული ჩემპონატი რაღაცას არ დაემსგავსება გაგვიჭირდება ძლიერი ნაკრების შექმნა. პ.ს. ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვიასპარრზებთ, წარმატებები ნაკრებს!
ლაშა
01:22 19-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული