ზუროსი: ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით

AutoSharing Option
აკროპოლისის თასზე საბერძნეთთან 67:80 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"საბერძნეთის ნაკრებმა უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენთვის სამწუხაროდ, იგივე პრობლემებს გადავაწყდით, რასაც წინა მატჩებში. განსაკუთრებით მესამე პერიოდში. მეორე ტაიმში გუნდურად ვერ ვითამაშეთ.

მეორე მხრივ, ხაზი უნდა გავუსვა პირვლ ტაიმში კარგ გამოსვლას. ტემპსაც ვაკონტროლებდით, სწრაფადაც გავრბოდით, სივრცეებსაც კარგად ვიყენებდით. ყველაფერი კარგად იყო. მეტი სტაბილურობა გვჭირდება. ჩვენი უკანახაზელები მეტად მობილიზებულები უნდა იყვნენ.

იმედი მაქვს, ძალიან მალე ვიქნებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

რაც შეეხება, აკროპოლისის
თასზე მომდევნო მატჩს პოლონეთთან, ვიტყვი, რომ მოსამზადებელი თამაშია. მას ვიყენებთ გაუმჯობესებისთვის. გუნდის შეკვრა იოლი არ არის, მით უმეტეს, რომ გვყავს ახალი სახეები. როცა საკონტროლო მატჩებში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ და თამაშის დახვეწას ნაკლებ ყურადღებას უთმობ, ე.ი. არასწორი გზით მიდიხარ. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ერთი-ერთზე დაცვის გაუმჯობესება და შეტევაში ბურთის მეტად მოძრაობაა. ეს არის ჩვენი ორი მთავარი მიზანი პოლონეთთან მატჩის წინ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
პირველი ბურთი ან მაკფადენმა შემოიტანოს, ან რატიმ, ცინცაძეს ბურთი როცა შემოაქვს, მიდმივად აგვიანებს, ჩვენები დარბიან, ეხსნებიან, რაღაცას ცდილობენ, ეს კიდევ აკაკუნებს ბურთს პარკეტზე და ბოლოს ისეთ პასს გააკეთებს, რომელიც დიდი ხნით ადრე შეეძლო გაეკეთებინა, უარეს შემთხვევაში კარგავს ბურთს ან აფარებენ. რაღა დროს ცინცაძეა თუ ძმა ხარ, ბევრად უფრო კარგია ჩვენი გუნდი მის გარეშე. სროლა მაგან არ იცის, დრიბლინგი მაგას არა აქვს, ერთი ალე-უპები იცოდა და სანიკიძე რომ აღარაა, ვერც მაგას აკეთებს. ცინცაძე შეიძლება 3-4 წუთით შემოუშვა, როცა სხვები დაიღლებიან, მაგაზე თამაშის აწყობა როგორ შეიძლება?!
П
20 აგვისტო 2022 16:07
0
მჯერა რომ შეხვდებიან, ზუროსი მაღალი დონის სპეციალისტია. საქართველოს გაუმარჯოს, მიყვარს ტკივილამდე
Me ar Var Roboti
19 აგვისტო 2022 19:44
0
შეუძლებელია 5-6 კალათბურთელით სერიოზული გეგმების დალაგება, ტყუილი დაპირება მგონია, პირადად მე. მეორე ტაიმს ყოველთვის ჩააგდებენ თანაბარი კლასის გუნდთან უფრო გრძელი სკამით.
გიორგი
19 აგვისტო 2022 19:34
1
სად ვუყუროთ?
დიმა
19 აგვისტო 2022 19:05
0
იმედია, დღეს მაინც ათამაშებენ გივიკო ბაქრაძეს!!!
tngh
19 აგვისტო 2022 18:10
2
ძაან მინდა მჯეროდეს რომ კარგი გუნდი ვართ ვითომ?!
გიორგი
19 აგვისტო 2022 16:23
1
5 კალათბურთელი ტურისტი აბა თქვენ იცით
საბა
19 აგვისტო 2022 13:09
1
მართალია!ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ ფორმის პიკზე.
თენგო
19 აგვისტო 2022 09:05
0
პიკზე მაშინ გადიხარ როცა ყოველ მეორე დღეს ცოტ-ცოტათი უმატებ და ხვეწ შეცდომებს და სად ნახე მსგავსი ამხანაგურებში? და რა გარანტი გაქ რო იგივე არ მოხდება ევროპამდე მსოფლიოს 2 თამაში რო გვაქ 24ში და 27ში ჩასატარებელი ?
ნოდო
19 აგვისტო 2022 12:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული