აკროპოლისის თასზე საბერძნეთთან 67:80 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:
"საბერძნეთის ნაკრებმა უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენთვის სამწუხაროდ, იგივე პრობლემებს გადავაწყდით, რასაც წინა მატჩებში. განსაკუთრებით მესამე პერიოდში. მეორე ტაიმში გუნდურად ვერ ვითამაშეთ.
მეორე მხრივ, ხაზი უნდა გავუსვა პირვლ ტაიმში კარგ გამოსვლას. ტემპსაც ვაკონტროლებდით, სწრაფადაც გავრბოდით, სივრცეებსაც კარგად ვიყენებდით. ყველაფერი კარგად იყო. მეტი სტაბილურობა გვჭირდება. ჩვენი უკანახაზელები მეტად მობილიზებულები უნდა იყვნენ.
იმედი მაქვს, ძალიან მალე ვიქნებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.
რაც შეეხება, აკროპოლისის
თასზე მომდევნო მატჩს პოლონეთთან, ვიტყვი, რომ მოსამზადებელი თამაშია. მას ვიყენებთ გაუმჯობესებისთვის. გუნდის შეკვრა იოლი არ არის, მით უმეტეს, რომ გვყავს ახალი სახეები. როცა საკონტროლო მატჩებში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ და თამაშის დახვეწას ნაკლებ ყურადღებას უთმობ, ე.ი. არასწორი გზით მიდიხარ. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ერთი-ერთზე დაცვის გაუმჯობესება და შეტევაში ბურთის მეტად მოძრაობაა. ეს არის ჩვენი ორი მთავარი მიზანი პოლონეთთან მატჩის წინ".