ნაცნობი სურათი - მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 76:87 დამარცხდა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:22 მოიგო. შენგელიამ 12
ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად ძალიან ცუდად დაიწყო, მოწინააღმდეგემ ხუთიდან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჩაგვიგდო, 18 ქულით გაიქცა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშის შემცირება მოახერხა - 59:67. მეოთხე მეოთხედში ზუროსმა შერმადინი დაასვენა, ქართველმა
კალათბურთელებმა სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს - ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში პოლონელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, ანრონიკაშვილმა 10, მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), შერმადინმა 7, მაკფადენმა და ბურჯანაძემ 6-6, სანაძემ 5, ცინცაძემ 4, ბექაურმა კი 2 ქულა ჩააგდო. პოლონელმა მიხალაკმა 22 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ასე ჩვენი გუნდი ფარჩაკდებოდეს არმახსოვს, სამიანებს უბანში ვისვრით ბიჭები ამათზე მაგარად ექვსი წუთის მანძილზე 2ქულა ავიღეთ სირცხვილია
irakli
13:18 20-08-2022
0
მე არ ვიცი ვ8ნ რას მალავს ერთიდაიგივეს რო ვუყურებ 20 წელია კია ფაქტი. ისევ გვბ9მბავენ სამქულიანებით - ყველა გუნდი ჩვენზე კარგად ისვრის. ისევ ნელი მკვდარი შეტევა და ბოლო წამზე გადაგდებული ბურთი ან 24 წამის წესის დარღვევა. ისევ უაზრო ფოლები. სკამის დახმარება ფაქტობრივად ნული ჯარიმებსაც ვერ აგდებენ. ისევ 3-4 კაცის ინდივიდუალური აფეთქების იმედად ყოფნა.ბურჯანაძე ისევ ჩხუბობს, სანაძე ისევ შეწუხებული სახით დადის შენგელია ისევ იბრძვის გიჟივით თითქმის მარტო შერმადინი ისევ სტაბილურია და კარგია.მაკფადენმა ჩააგდო ეს ტურნირი მაგრამ არა იქნება პრობლემა. სანდრო მოგვეხმარება და რატიც დალშე რავი, რა დაიმალა ასეთი და იქნება სიურპრიზი დავიჯერო ბექაური, კორსანტია, ფევაძე, ჯინჭარაძე, ბოქოლიშვილი გადავმალეთ? ყველაფერი იგივე იყო რასაც სულ ვუყურებთ - რაც ყველამ ისედაც ოცის. ერთი ის იყო რომ ხო ლიდერები არ შევაკალით ყველა თამაშს - არ დახარჯეს ძალები მაგრამ ახალი რა იქნება ნეტავ? ნეტავ რა დაიმალა ასეთი?
იბერია
12:16 20-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული