ზუროსს სჯერა, რომ დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ

AutoSharing Option
აკროპოლისის თასზე პოლონეთთან 76:87 დამარცხების შემდეგ, კალათბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

ზუროსის თქმით, ეს ტურნირი მოზამზადებელი ეტაპი იყო, ახლა ოფიციალურ მატჩებზე გადაერთვებიან, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდზე, მერე ევრობასკეტზე, თავისი კალათბურთელების სჯერა, რომ ერთად დიდ საქმეებს გააკეთებენ, ამისათვის პოზიტივის შენარჩუნებაა აუცილებელი, დეტალებზე მეტს იმუშავებენ, თანდათან აუმჯობესებენ ტაქტიკურ მონახაზს, ყველაფერი რთული გახლდათ, ვინაიდან ექსპერიმენტებს მიმართეს - ითამაშეს მაღლებით, დაბლებით, დაცვის სხვადასხვა სისტემით და 24 აგვისტოს სავსე დარბაზს ელიან.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მჯერა მსოფლიოზე ნიდერლანდებსაც მოვუგებთ და ევროპაზეც ჯგუფიდან გავალთ. ვერც თუთქეთი გადაგვივლის და ესპანეთსაც გაუჭირდება. მეორედან თუ არა მესამედან გავალთ. კი მოკლე სკამი გვაქვს და ზუროსმა ეცადა ამ ამხანაგურებში მოეძლიერებინა სკამი. ვნახოთ სკამი რა გამოუვა ევროპასკეტზე. მაკფადენი არცერთ თამაში საკუთარ თავს არ გავდა და ვის გგონიათ რომ ოფიციალურებშიც ასე იქნება? ბითაძეც დაგვემატება. დარბაზის წარმოუდგენელი გამხნევებით და ევრობასკეტის მოტივაციით სულ სხვა ნაკრებს ვიხილავთ. სულ ცოტა დარჩა და დავრწმუნდებით ყველა. მახსოვს ევრობასკეტის წინ ლიტვაც დავამარცხეთ და აკროპოლის თასიც მოვიგაეთ და რაა? მე ოპტიმისტი ვარ და ევრობასკრტზეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რასაც თქვენც გისურვებთ.
G.LA
08:24 20-08-2022
3
ბოლო თამაშები რაც ვნახეთ, მართლა არ ვიცი რას ემსახურებოდა, არ მჯერა რომ ამას სპეციალურად აკეთებენ, დრიმ თიმიც ვერ გაბედავს ესე ამდენი თამაშის ჩაგდებებს, ვარჯიშად თუ განიხილავენ მხოლოდ, მინდა ვთქვა რომ ძაან ცუდი ვარჯიში გამოვიდა!!!
იმედია სიურპრიზს გვიწყობენ, მოკლედ თქვენს გვერდით ვარ და ერთი სული მაქვს ევროპა დაიწყოს!
ზურა
23:58 19-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული