კარგი მეორე ტაიმი, ნიდერლანდებთან მოგებული მატჩი და შენგელიას სამწუხარო ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდები 77:66 დაამარცხა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ ჩვენს გუნდს ბითაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა აშშ-ში იმკურნალა. ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. ფარზე ქართველების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მე-8 წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა.

კარგად შევიდა შეცვლაზე ანდრონიკაშვილი, რომელმაც ოთხჯერ ჩაჭრა ბურთი, თუმცა ჩვენი კალათბურთელები შეტევაში შეცდომებს უშვებდნენ, ჰოლანდიელები 6 ქულით წინ გავიდნენ, მაგრამ შენგელიას და მამუკელაშვილის ძალისხმევით
თანაფარდობის აღდგენა შეძლეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 35:35.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები 14 ქულით გაიქცა, სამწუხაროდ შენგელია სწრაფი იერიშისას წაიქცა, მარჯვენა მხრის ტრავმა მიიღო და დარბაზიდან გაიყვანეს. ამის მერე 17 ქულითაც გავიჭერით წინ, მოწინააღმდეგემ მეოთხე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრა, ბოლო მონაკვეთი კი ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, დიდებული გახლდათ მაკფადენი და 11 ქულით გავიმარჯვეთ.

ახლა მთავარია რამდენად მძიმე ტრავმა მიიღო შენგელიამ.

ჩვენი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, მაკფადენმა 19 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 13, მამუკელაშვილმა 10 (პლუს 10 მოხსნა), ბითაძემ 8 (7 მოხსნა), 3 ქულა ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 ბურჯანაძემ და ცინცაძემ. ნიდერლანდელი დე იონგის ანგარიშზე 22 ქულაა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს ბრეშაში იტალიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
არ ვიცი, მოგებულ თამაშზე ესე გულდაწყვეტილი არასდროს არ ვყოფილვარ! თოკო რა დროს და რაღა მაინც და მაინც შენ???
შენთან ვართ მთელი ერი!!!
ბიჭებმაც ათმაგად უნდა ითამაშონ, რომ იქნებ რამენაირად ეს დანაკლისი ძაან დამაზიანებელი არ იყოს.
პ.ს. მე მგონი შანსი არ არის ამ ტრავმის შემდეგ ევრობასკეტზე თამაში რომ შეძლოს. ჯანმრთელობას გისურვებთ თოკო!
ზურა
24 აგვისტო 2022 21:04
1
ძალიან სუსტად გამოიყურება სანაძე არადა მსროლელია და ქულა არ აუღია შენგელიას მალე დაბრუნება გვინდა თორე გაგვიჭირდება
ალეკო
24 აგვისტო 2022 21:01
0
თუ ვინმეს აქვს თოკოსთან წვდომა და წაიკითხავს ....აუცილებლად დაელაპარაკოს მერაბ ბერულავას ინტერნეტში შეგიძლიათ მოძებნა...ძაან კარგი რეაბიტოლოგია და საკუთარი მაზი აქვს თვითონ ამზადებს...ამას იმიტომ ვწერ რომ დიდი გამოცდილება მაქვს ჩემს თავზე და ოჯახზე.ბავში მყავს კალათბურთელი და შლატერი აწუხდება ვერ დარბოდა...ნაკრები ექიმთან მივიყვანეთ და 6 თვე უნდა დაისვენოსო...ბერულავას 2 კვირაში მოარჩინა...მე ხელის მტევანი და ტერფის ძვალი მოვიტეხე 3 კვირაში სიარული დავიწყე.
ბერულავა არც ჩემი ბიძაშვილია და არც მამიდაშვილი...ბავშვს ფეხი გადაუბრუნდა და ტრავმატოლოგმა 1 თვე უნდა თაბაშირი დაადეს...ბერულავამ 2 კვირაში მოარჩინა...არავის ვაძალებ მაგრამ ცადონ და შედეგს ნახავენ
მოქალაქე
24 აგვისტო 2022 21:18
1
პირადში მიწერე.
რრრ
24 აგვისტო 2022 21:47
0
ქართულ ენას ნუ ამახინჯებთ, ამ ენის შენარჩუნებას ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ!!! ქართული გრამატიკა და წიგნები მეტი იკითხეთ ზოგიერთებმა!!!
!!!
24 აგვისტო 2022 22:10
0
არა მგონია ვინმე ძალით ამახინჯებდეს ენას. უბრალოდ არ ფლობენ ქართულ ენას სათანადო დონეზე! ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კიდევ ისაა რომ სურვილიც არა აქვთ ამის!
გიორგი
24 აგვისტო 2022 22:24
0
ოღონდ ეს არა! სიამოვნებით ავიღებდი თოკოს ტრავმას საკუთარ თავზე. სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ხვალ უკეთეს ამბავს გავიგებთ და მოტეხილობა არ ექნება.
ნიკა
25 აგვისტო 2022 01:17
0
თოკო მარტო ლიდერი კაპიტანი არ არი მთელი ეს სამი თვე რაც კომბინაციები დადიგეგმა ყველას ღერძი იქნებოდა ჩათველე ეს ყველაფერი მოშლილია, რასაც ფარ ქვეშ შესვლებით აკეთებს ეგეთებს ნაკრებში კიარა ევროპაში ვერ აკეთებენ
Soso
24 აგვისტო 2022 21:36
0
ძალიან გულსაწყვეტია თოკოს ტრამვა, ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა და გმირულად იბრძოდა, ვიმედოვნებ მოხდება სასწაული და მალე გამოჯამრთელდება, მანამდის ყველა კალათბურთელმა გაათმაგებული ენერგიით უნდა ასახელოს საქართველო. უფალი ჩვენსკენ, წინ დიდი გამარჯვებებია!!!
ლეო
24 აგვისტო 2022 21:51
0
წარმატებები და ჯანმრთელობა თოკოს და ყველას!!! ისე, ფედერაციას მარკეტინგის ამბებს ვინ ულაგებს საინტერესოა, ბილეთების ფულით მოუნდათ გამდიდრება? და რა მივიღეთ ნახევრად ცარიელი დარბაზი?! ყოჩაღ!!! ცინცაძე, დუდა, ბურჯანაძე ამ თამაშით ნაკრებში მათი ადგილი არ არის!!!
ეეეჰ
24 აგვისტო 2022 22:07
1
რა თქმა უნდა არავის არაფერს ვაბრალი მარა ბუს ამხელა გამოცდილება აქ ვიგებდით თან დამაჯერებლად და რა საჭირო იყო ასეთ სწრაფი შეტევა და პასი თოკოზე. ეჰ
რრრ
24 აგვისტო 2022 21:58
5
ის წინ ქავარდნა ქულებით სწრაფი შეტევების შედეგი იყო, როცა გუნდი დაცვაში ჯდება შეტევისას ჩაგდების შანსი 40-45% ია, სწრაფ შეტევაში 80 % ზე მეტია
ნიკოლოზი
24 აგვისტო 2022 22:05
1
ხოჭოლავამაც ამოიგდო მხარი მარა სამ დღეში ითამაშა, არ ვიცი რა ზოგიერთს მგონია სიამოვნებს თოკოს არ თამაში, რა იქნება დაელოდოთ ოფიციალურ პასუხს და არ წეროთ ორ თვეს არ იქნება სამს თუ ხუთს.
ტტტ
24 აგვისტო 2022 21:40
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული