საქართველოს ნაკრების სამწუხარო მარცხი ოვერტაიმში და ბითაძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ ბელგიასთან 76:79 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, შემდეგ მოხსნებში შეცდომები დავუშვით, ტაბუმ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და დაბალქულიანი პირველი მეოთხედი 11:16 დასრულდა.

მეორე პერიოდი ბურთის რამდენიმე დაკარგვით დავიწყეთ, პერიმეტრში თავს კარგად ვერ ვიცავდით, შეტევაშიც სათანადოდ ვერ ვთამაშობდით, ჩვენი "დაბლები" ქულებს ვერ აგროვებდნენ, მეტოქე 11 ქულით გაგვექცა, თუმცა ანგარიშის შემცირება შევძელით და პირველი ტაიმი 6 ქულით წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ვიზავი 12
ქულით დაწინაურდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ მსაჯების შეცდომებმა იმატა, კარგი დაცვის და ბითაძის ჩინებული თამაშით სხვაობა 5 ქულამდე შევამცირეთ, ბელგიელებმა ორი ზუსტი სამიანით გვიპასუხეს. შემდეგ მაკფადენმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 51:58 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით დაიწყო, ბელგია 10 ქულით გაიჭრა წინ, მერე უპირატესობას დავეუფლეთ, მამუკელაშვილმა ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 4 ქულა მიაყოლა, სანაძემ სამიანი, 4 ქულით წინ გავედით, ბითაძემ ტრავმა მიიღო, რითაც მეტოქემ ისარგებლა, ანგარიში გაათანაბრა (70:70) და ოვერტაიმი დაინიშნა.

ოვერტაიმი ქულა-ქულა ქულაში მიმდინარეობდა. 11 წამით ადრე მამუკელაშვილმა საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, 3 წამით ადრე 36 წლის ტაბუმ საპასუხოდ სამიანი ჩაგვიგდო, ბოლოს სანაძის სამქულიანმა ვერ უწია მიზანს და წავაგეთ.

ჩვენი გუნდიდან მამუკელაშვილმა 18 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), 17 მაკფადენმა (6 პასი), 14 ბითაძემ (9 მოხსნა, 3 დაფარება), 6 ბურჯანაძემ, 5-5 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 4-4 შერმადინმა და ჯინჭარაძემ, 3 ცინცაძემ. სტუმართა გუნდიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მვემა და ტაბუ იყვნენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს ესპანეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 87 /
სამი კაცი მოიგებს ? ეგ არ ხდება .
dato
02 სექტემბერი 2022 14:10
1
კიდევ და კიდევ ერთხელ, საკალათბურთო სკოლებში, ნაკრებში და ყველგან, დღეში 500 საჯარიმო ტყორცნა შეასრულებინეთ ყველას... დამუშავებულ კომბინაციებს მაინც ვერ აკეთებენ და საჯარიმოებს მაინც აღარ ააცილებენ
რა მაფიაა?
02 სექტემბერი 2022 14:03
0
ამას თამაში არ ჰქვია, ამას წვალება ჰქვია, ორიოდე კაცის ინდივიდუალური სიძლიერით და მთელი გუნდის თავდადებით გავათანაბრეთ და წინ გავედით ცოტა ხნით, ეს იყო მაქსიმუმი. რასაც ვუყურე ბულგარეთია ჩვენზე სუსტი, დანარჩენთან შანსი არ გვაქვს სამწუხაროდ
გია
02 სექტემბერი 2022 12:52
3
რატომ დაცენზურეთ ჩემი კომენტი? ამიხსენით ? სიმართლე მწარეა?
გუსანი
02 სექტემბერი 2022 12:17
0
ბევრი ტყორცნა იყო უზუსტო, 50%-იც რომ ჩავარდნილიყო ჩვენ გავიმარჯვებდით დიდი სხვაობით, ამიტომ ტყორცნები დასახვეწია სერიოზულად! პირველ არხს ვთხოვ რეპორტაჟის თანაწამყვანი არ იყოს გურასპაული, რადგან ძალიან გამაღიზიანებელია მისი კარნახი და მითითებები მოთამაშეების მისამართით, რეპლიკები და მოთამაშეების შექებები და ა.შ. საერთოდ ბევრს ლაპარაკობს, არ აცდის ლაპარაკს კომენტატორს, რაც მსმენელზე ცუდად მოქმედებს.
გუჯი
02 სექტემბერი 2022 12:05
1
1-2 კაცის გარდა ყველანი არიან სამოყვარულო დონის კალათბრთელები. რატომ თხოვთ იმას რაც არ შეუძლიათ გააკეთონ? 10-დან 8-ს რო აგდებდნენ ნბა-ში იქნებოდნენ, ესპანეთში, ერაყში და ტუნისში კი არა. პროფესიონალიზმის დეფიციტია უკლებლივ ყველა სფეროში, მაღაზიის დამლაგებლიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული. მაგიტომაც ვართ ჭაობში და კიდევ დიდხანს ვიქნებით თუ ძირეელი რეფორმები არ გატარდება. ეს სპორტსაც ეხება.
აბო
02 სექტემბერი 2022 11:29
1
რასაც ვერ დაუკარგავ, მონდომება იყო, მაგრამ არ იყო კლასი და გუნდურობა.
1
02 სექტემბერი 2022 11:26
1
ამდენი დაკარგვა ბურთის რა უბედურებაა? საშინელი დისციპლინის ბრალია ეს თამაში რომ წავაგეთ!! ბრძოლით კი იბრძოლეს არ უნდა დავუკარგოთ მაგრამ პასის გაცემის კულტურა იყო საშინელება
ვალერი
02 სექტემბერი 2022 11:12
1
ბიჭოოოო!!! ამ დონეზე როდესაც სერიოზული წარმატების მიღწევა გინდა ოცდამეერთე საუკუნეში პერიმეტრიდან სტაბილურად მსროლელი უნდა გყავდეს1-2 და კვარტალში ერთხელ რომ ჩააგდეს დუდა მაგის იმედზე არ უნდა იყო!!! ამხანაგურები რომ წაასხეს ზედიზედ რაოოო? ზუროსი თამაშს მალავსო? ჰოოო მაგრად დამალა ისე დამალა რომ თვითონაც ვეღარ იპოვა!!! სანამ სიმართლისთვის თვალის გასწორებას არ ვისწვლით არაფერი გვეშველება!!!
?!
02 სექტემბერი 2022 10:37
1
საშინელი თამაში იყო, მაგრამ შანსი ჯერ არ დაუკარგავთ,ამიტომ ჯერ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს...და ერთი უმორჩილესი თხოვნა მექნება ბიჭებთან მასე ცუდად და საშინლად არ ითამაშოთ.....
ბეგო
02 სექტემბერი 2022 10:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული