შენგელია: "ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს"

AutoSharing Option
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადება ჩვენი გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გაავრცელა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია:

"გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინციდენტის თავიდან არიდება, თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.
როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი, ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად, მით უმეტეს, ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე.

გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით, არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაცია დამატებით ჩვენ გასაღიზიანებლად. თურქული მედიის
მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს დღეს, 6 სექტემბერს, 21:00 საათზე, ბულგარელთა წინააღმდეგ გამართავს.

alt"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველაფერი ლაგდება ისე , როგორც ისტორიულად იყო . ,, მგელი მგლობას არ მოიშლის " ( თუმცა , მაგათი მგლობა არ გაიშვას ) .როცა მაგათი პრემიერმინისტრი საქვეყნოდ აცხადებს , რომ თურქეთი ბათუმის გარეშე არ წარმოუდგენია და ამაზე პასუხს არიღებს , ესენიც თავს გავიდნენ . ,,სტრატეგიული და ისტორიული პარტნიორები " არა ?! - ასე შტერები და მიამიტები ვართ დავიჯერო ?კიდევ ბევრი რამ გამოვა ცოტა ხამში სააშკარაოზე , ჯერ სადა ვართ .
zaza
04:06 06-09-2022
20
ერთი რამე უნდა იყქვას : თურქებმა რომ განცხადებები გააკეთეს ყველა მედიამ აიტაცა მათ შორის ქართულმა და საათები ისე გავიდა მეორე მხარის ანუ ჩვენი პოზიცია არ დაგვიფიქსირებია!!!! ამასობაში ყველა თურქულ ვერსიას ატრიალებდა…. ესაა კრიზისული კომუნიკაცია? ამაში იღებენ ფულს ამდენი პიარის თანამშრომლები?
Gogi
10:24 06-09-2022
3

სიახლეები პოპულარული