თურქების პროტესტი ამაო გამოდგა - ფიბამ გადათამაშებაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
ფიბამ საქართველოს ნაკრებთან "დაკარგული" 22 წამის გამო თურქეთის პროტესტი არ დააკმაყოფილა და გადათამაშება არ გაიმართება. შეისწავლა რა წარმოდგენილი მასალები და მტკიცებულებები, ევრობასკეტზე ფიბას სადისციპლინო კომისიის მსაჯმა დაადგინა:

"მეოთხე მეოთხედში ქრონომეტრაჟის შეცდომა მართლაც იყო, მაგრამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ თავის პროტესტში ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ თუ შეცდომა არ იქნებოდა, სხვა შედეგი შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო. მატჩის შედეგზე პროტესტი არ იქნა მიღებული".

ფიბამ აგრეთვე გამოაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტის გამო გამოძიება დაიწყო. ერგინ ატამანი, ფურკან კორკმაზი და დუდა სანაძე დისკვალიფიცირებულნი არ იქნებიან.

სანაძემ თქვა, რომ შეხლა-შემოხლას
ჰქონდა ადგილი, თუმცა ხელი არავის არავისთვის არ გაურტყამს. კორკმაზის მტკიცებით, ერთმანეთს გვირაბში მუშტები ურტყეს და საინტერესოა, როგორ მოახერხა ცალი ხელით ჩხუბი თორნიკე შენგელიამ.

თურქეთის ნაკრების კაპიტანმა მელიხ მახმატოღლუმ ჯერ კიდევ ფიბას ვერდიქტამდე დაიჩივლა, რომ სამწუხაროდ, პროტესტის დაკმაყოფილებას ნაკლებად ელოდნენ, გუშინდელი ამბავი უკვე დაივიწყეს,  ბელგიასთან დაპირისპირებისთვის არიან კონცენტრირებული და რაც მოხდა, უმსგავსობაა:

"ის ფაქტი, რომ ჩვენთან გასახდელში მოვიდნენ და თავს დაგვესხნენ, დაუშვებელია. ამაშია მათი ძალა? ეს საკუთარ სახლში გააკეთეს. მსგავსი რამ შეიძლებოდა სხვაგან მომხდარიყო? მე ასე არ ვფიქრობ".

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა განაცხადა, რომ ფიბას პრეზიდენტი თურქი ტურგაი დემირელია, ჯანდაბას, რომ მას არ დაურეკა, მაგრამ კორკმაზისთვის უნდა დაერეკა, მწვრთნელისთვის. ბავშვებმა (ზუსტად ასე მოიხსენია თავისი მოთამაშეები) ასეთი რამ გადაიტანეს და მისი დუმილი სამწუხაროა.

altგომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

altშენგელია: "ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს"

alt"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

altკორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

alt"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

მკითხველის კომენტარები / 10 /
ესეთი ჯუშისა არიან, ვერ შეცვლი.
გიორგი
19:30 06-09-2022
0
გახსოვთ, მთელი საფრანგეთი ზინედინ ზიდანს (დიახ, დიახ ბატონო, ზიდანს!!!) ადანაშაულებდა ფინალის წაგებაში. თან რა? თითქმის მხოლოდ პენლების დარტყმა იყო დარჩენილი. რის პატრიოტი და რის პროფესიონალია, თუ ასეთ პროვოკაციას წამოეგოო.

რა გითხრათ? დუდა უნდა ყოფილიყო მაგ კორკმაზზე მაღლა თავისი დონით. და რადგან რაღაც ჩაულაპარაკა და წამოაგო პროვოკაციაზე, თავი შეეკავებინა უნდა. ხედავთ, როგორ შეტრიალდა ყველაფერი. კიდევ კარგი ფიბას პრეზიდენტი თურქი რომ არის, და დუდა გადაურჩა დისკვალიფიკაციას (მარტო მაგას ვერ მიცემდნენ, ატამანი და კორკმაზიც დაისჯებოდა, რა თქმა უნდა).

გილოცავთ თურქებთან გამარჯვებას. მჯერა, ღვთის ნებით ბოლო 2 თამაშსაც მოვიგებთ! გაიხარეთ ბიჭებო! გაახარეთ სდაქართველო!
alexandre
14:02 06-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული