ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
შეიძლება შეტევაში არ წაგივიდეს თამაში მაგრამ დაცვის დროს პერიმეტრზე ვერ ამოდიხარ, თავისუფლად ასროლინებ სამქულიანს და არ ვარდება, სამი კაცი პირდაღებული რო უყურებ და 1 კაცი მოგიხსნის ისევ ამოიტანს პერიმეტრზე და ისევ თავისუფლად ისვრის სამქულიანს მოწინააღმდეგე და ჩაგიგდებს ამას რა დავარქვა არ ვიცი... ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი იყო გუშინ უბრალოდ საკუთარ ფარზე ბურთები უნდა მოგვეხსნა
ეს რა იყო....
07 სექტემბერი 2022 11:11
0
სამქულიანებში გვინდა სერიოზული ვარჯიში ყველა როგორ გვჯობნის
ნიკა
07 სექტემბერი 2022 10:47
0
ზღაპარში შეიძლება ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ საქმე რაშია იცით, ესენი ჩერნოგორიასაც ვერ მოუგებენ!!! უკეთესია ეს თამაში გადაახვიონ და ისწავლონ სროლა როგორ უნდა და ივარჯიშონ მერე!!! მაკფადენი კვარტალში ერთხელ ჩააგდებს და ჯორდანი გვგონია, ტეხავს..... ეეეეეჰ ჩაო ევროპა ჩაო..... ძალიან სამწუხაროა, იმის გამო რომ სროლა არ იცი სროლის კომლექსი გჭირს. ამათ ყველა თამაშზე რა რაოდენობის დაკარგვებიც ააქვთ ეგ შეცდომები კი არა უკვე დოყლაპიობაა!!!! დასანანია რომ ბოლო ადგილზე ვამთავრებთ ჩვენ ქვეყანაში ჩატარებულ ევროს!!! ივარჯიშეთ ბიჭებო მეტი ივარჯიშეთ
S.O.S.
07 სექტემბერი 2022 10:30
1
ჯობია ისევ დავბრუნდეთ მ-2 დივიზიონში,იქ უკეტესად გამოგვივა თამაში და მოგებებითაც გავიხარებთ!!!
წაიკითხე ხმამაღლა
07 სექტემბერი 2022 09:57
5
წინა თამაში ბოსტმა რომელმაც 1 ქულა დააგროვა 32 ქულა ჩაგვიგდო ვუყურე თამაშს ვნახე ლამის ცენტრიდან ჩაგვიყარეს ქულები და რამდენიმეჯერ ხელზე ეჯდა და მაინც ჩააგდეს მოიშალა გუნდი ფსიქოლოგიურად შეცდომებსაც მოუმატეს ზუროსმა სწრაფი ტანდაბლები გამოუშვა და მერე ფარს ვერ ვხსნიდით წაუვიდათ თამაში ბულგარეთს რაც მეტოქის დაიდასებლობამაც იცის ხოლმე
ნოდო
07 სექტემბერი 2022 09:47
0
ვართ ღირსები შემდეგ ტურში გასვლის?ან თვითონ კალათბურთელებს არ სცხვენიათ ესეთი თამაშის?
ქიტესა
07 სექტემბერი 2022 09:45
1
საინტერესოა 19 სამქულიანი რამდენ გუნდს აქვს მიღებული საკუთარ ფარში ამ წესის არსებობის მანძილზე? ანუ, 19-ჯერ სამქულიანი ზონიდან ზუსტად კი არა, საერთო ჯამში რომ მიიღებ სროლას ესეიგი დაცვის ხაზი მინუს უსასრულობაა ხო? და საერთოდ, თოკოს ტრამვის შემდეგ უდიდესი სირთულით ორ კალათბურთელზე: მამუკელაშვილზე და შერმადინზე თუ შეიძლება მეტ-ნაკლებად რამე დადებითის თქმა. ნუ, მაკფადენზე საერთოდ არაფერს ვამბობ, ყველაზე სუსტი ნატურალიზებული გვყავს ამ ჩემპიონატზე
დინამოელი
07 სექტემბერი 2022 09:33
2
ეს თამაში კიარა წვალებაა.
G
07 სექტემბერი 2022 09:28
0
ვისაც გეხებათ! სასწრაფოდ შეცვალეთ სამწვრთნელო შტაბი, მოიყვანეთ სიახლეების დამნერგი, ახალი ხედვების მწვრთნელი... გვაქვს პოტენციალი, რომელსაც ვერ ვიყენებთ... რამდენიმე კალათბურთელი პარკეტზე არ უნდა იდგეს...
ზვიადი
07 სექტემბერი 2022 09:15
0
რო ვეუბნები ჩემს არშემდგარ კალათბურთელ სიმამრს, რომ საქართველოში კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციები დასახურია მეთქი წყინს ..... მხოლოდ ფულის საკეთებელი ფედერაციებია, ეტს ეგენი ვერაფერს აკეთებენ.... მთელი თანხები ძალისმიერ სპორტს (ძიუდო, ჭიდაობა, შტანგა და ა.შ.) რაშიც შედეგები ნამდვილად გვაქვს......
დ-ვიტო
07 სექტემბერი 2022 08:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული