აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.
ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.
ილიას ზუროსის გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება.
ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]
ვეღარც ჩხუბი გაახერხეს :))
ეხლა სერიოზულად:
- წნეხი
- მოკლე ბენჩი
- სამქულიანების სტაბილურად ჩამგდები არც ერთი (!!!) მოთამაშე
- ფსიქოლოგიური გადაღლილობა (გუშინწინდელი "დიდგორის" შემდეგ)
- ფიზიკური გადაღლილობა (ტოპ გუნდებიც ჩივიან ამაზე)
- ბულგარეთს რომ გაუვარდა (9 მეტრიდან ყრიდა ბოსტი. დანარჩენებმა იმდენი სამიანი ხიეს, ცხოვრევაში არ ჩაუგდიათ)
მე არ ვსაყვედურობ ჩვენებს. რაც ვართ ესაა. და ეს ოქეია. რეალურად მივუდგეთ.
კალათბურთია, არ შეიძლება ყველაფერი ისტორიულ და ნაციონალისტურ სიბრტყეში გადაიტანო