ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
რა მაკფედენი , რის მაკფედენი დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულა 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო. თუ ჩამოგყავს ვინმე ასეთი უნდა ჩამოიყვანო. ახლა ზუროსს რაც შეეხება. შეიძლება ის კვალიფიციური მწვრთნელია საერთოდ მაგრამ ამ გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა და საერთოდ ახალგაზრდა კალათბურთელები ძალიან შეშინებულები თამაშობდნენ. რატი ანდრონიკაშვილს შესანიშნავი პოტენცია გააჩნია რომელსაც გამოყენება ჭირდება ასევე გუნდში გყავდეს მამუ და ვერ იყენებდე ნუ არ ვიცი ის ქულები რაც მამუმ დააგროვა პირადი ბრძოლისუნარიანობის შედეგია და არა მწვრთნელის მიერ მამუზე გათვლილი კომბინაციებისა. დაცვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. პირველ ტაიმში დი ბოტსმა 7 სამქულიანი ჩაგვიგდო. გარდა მაგისა კარგად ესროდნენ ვეჟენკოვი და ივანოვი. სულ 19 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ახლა მწვრთნელებს რომ ამ ხალხზე ორ ორ კაციანი დაცვა ეთამაშათ მაშინ იძულებულები გახდებოდნენ ან პასი მიეცათ ან ორ ქულიანი ესროლათ. ამით სულ მცირე 8-10 ქულას დავზოგავდით. ნუ კიდევ ბევრია სალაპარაკო მაგრამ... ალბათ ჯობდა ამდენიც არ მეთქვა. მე ვინ მეკითხება მაგრამ რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა. წარმატებები ნაკრებს და ყველა ქართველ სპორტსმენს.
გულ (შე) მატკივარი
07 სექტემბერი 2022 02:59
5
გუშინ დავწერე თურქეთმა გვაჯობა თამაშით მეთქი და კინაღამ გადამიარეს! არ გიხარია საქართველოს წარმატებაო! როგორ არ მიხარია, მაგრამ რეალობას ხომ უნდა შეხედო და დაინახო ის რაც ხდება! ზუროსი ძალიან კარგი პიროვნებაა მაგრამ მე მგონია მაქსიმუმი გააკეთა და ახალი აზრის მწვრთვნელია ნაკრებისთვის საჭირო! აგერ იტალიას რომელთანაც წავაგეთ უკრაინამ მილანში მოუგო და გავიდა შემდეგ ეტაპზე! არც ისეთი ვარსკვლავები ჰყავს უკრაინას, რომ იტალია სახლში დაამარცხოს, მაგრამ ჰყავს მწვრთნელი რომელიც საჭირო მომენტში კომბინაციას ხაზავს და მოთამაშეები ასრულებენ! ჩვენთან ზუროსი ხაზავს და მოთამაშეები ქაოტურად თამაშობენ! მწვრთნელია თავი და თავი! კიდევ რამდენიმე მოთამაშემ ნაკრები უნდა დატოვოს, მაგალითად ბურჯანაძე, ბელგიასთან ისეთი საჯარიმოები გააფუჭა რის შემდეგაც ოვერტაიმი დაინიშნა! დღეს სამქულიანი როცა საჭირო იყო ვერ ჩააგდო, თორემ შევდიოდით ხუთ ქულაში! ასევე ცინცაძე და სანაძე! არ არიან მზად და არ აქვთ სანაკრებო დონე ამ სიტუაციაში რასაც ვხედავთ!
მწრთვნელი
06 სექტემბერი 2022 23:44
11
თურქეთმა ჩვენთან ითამაშა საშინელი კალათბურთი, ანუ არ ითამაშა. ჩვენებს უმეტესობას დონე არ აქვს, მაგრამ რაც შეძლეს ითამაშეს და მოიგეს. ნამეტანი ნუ იცით სხვისი გაღმერთება.
მწვრთნელ-ს
07 სექტემბერი 2022 00:32
1
სწორს ამბობ თურქეთთან თამაშშზე. ზუროსი ძალიან დამყაყებიულ კალთბურთს ათამაშებს. ამათ სჭირდებათ ვინმე ამერიკული სტილის მწვრთნელი რომელიც უფრო გხსნილ შეტევას და მჭიდრო დაცვას ათამაშებს. ძალიამ უჭირთ დაცვაში დაბრუნება შეტევიდან, არა და ბურთს პერიმეტრზე სრულიად უაზროდ ამოძრავებენ როდესა ტყორცნის ბევრ შანსს უშვებენ ხელიდა, და ბილო წამებზე. არ ვიცი რა კონტინგენტია საქართველოში მაგრამ რომ ბურჯანაძე, სანაძე მართლაც არ იყვნენ წასაყვანი, ბურჯანაძე ტანკივით არის, რაგბზე გადასულიყო იქნებ აუტები მოიგოს იქ მეორე ხაზში. ამას გარდამამუს არასწორად იყენებს. მთლეი სეტონ ჰოლი ამის ზურგზე იყო ბოლო ორი წელი და გუნდის ლიდერი იყო. ბურთსაც კარგად ატარებს და გარედანაც კარგად ესვრის სამყხაროდ სულ ბურთოს სხვაზე მიცემაზეა დავალებული. ბურთის ტყორცნის დროს კაციშვილი ფარქვეშ არ იბრძვის თუ შემთხვევით არ არიან იქ გეჭედილი. ადგილის შერჩევა უჭირთ, დაცვაში მეურვეობა 0, სულ ღია იყვნენ სამქულიანების სროლის დროს. ფეხებზე აქვს ბევრს სამუშაო არასწორად დგანან შემტევისკენ და ზოგი ტყორცნის დროსაც არასწორდ დგას. საჯარიმოდან სჩანს ზუსტად.
simartle
07 სექტემბერი 2022 01:19
3
ადრე დავწერე ზუროსი+ბოისა+მარკოიშვილი=საშუალო ევროპული დონის სამწვრთნელო ტანდემითქო და დამაყარეს ქოქოლა:) რაც კოკოშკოვს ბოლო წელს დაემართა, იგივე დაემართა ზუროსს, ქართულ ჯიგრულ პონტში გაბანძდა, ანუ ამ ვითომ ასისტენტების და ფედერაციის უვიცების “ბლატებით” აკინძა ნაკრები! ზუროსი კიდევ უფრო შორს წავიდა და გუნდში ერთ კაცზე დაკიდა მთელი ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორი… ისე ზოგადად ზუროსი რა დონის მწვრთნელიცაა დღეს ბოლომდე გამოჩნდა, მაგარი დაცვის მწვრთნელიაო და აგერ 19 სამიანი ჩაგვიგდეს…პერიმეტრზე დაცვის ეფექტურ თამაშსაც ხომ არ სჭირდება NBA-ში ყონფა?! დაცვაც შემგელიაზე ქონდა აწყობილი??? ჩვენს ფედერაციაში მცოდნე და წესიერი პროფესიონალები რომ იყვნენ კიდევ მეწნებოდა უახლოეს მომავლში წარმატების იმედი, მაგრამ სამწუხაროდ ამათ ხელში პერსპექტივას ვერ ვხედავ… საკუთარი თავის გარდა ყველას დააბრალებენ ამ განგრძობით წარუმატებლობას.
პაატა
07 სექტემბერი 2022 00:56
2
თამაშის გადარჩენა რომ ვერ მოხერხდებოდა, უკვე მესამე მეოთხედში გახდა ნათელი, მაგრამ ამაზე დიდი უბედურება ის მგონია, რომ ჩვენს აბსოლუტურად დემორალიზებულ გუნდს არც არავინ მიუთითა, რომ ნაკლები სხვაობით წაგებასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დიდია ალბათობა, რომ ოთხივე გუნდს ორ-ორი მოგება დაგვიგროვდეს და ყველაფერი ერთმანეთში დაითვალოს.. სამაგიეროდ ეს მშვენივრად იცოდნენ ბულგარელებმა და მაქსიმუმი გამოწურეს ბოლო წამებზეც კი, რითაც ბელგიასთან გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებულად გავლენ ჯგუფიდან და ჩვენ კი მოგების შემთხვევაშიც კი შეიძლება, ბოლო ადგილი შეგვრჩეს ხელში... მახსოვს, ამ ელემენტარულის არცოდნის გამო უკრაინელთა მწვრთნელ ბაგატსკისს რა დღე ვაყარეთ და ტიპი გაოგნდა - წიგნი იკითხეთო, სწორედ არითმეტიკას გულისხმობდა ის კაცი და სხვათაშორის, არითმეტიკის გარეშეც მშვენიერი გუნდიც დააყენა...
ვოოტ
06 სექტემბერი 2022 23:27
2
ჯიგრებო რაშია იცით საქმე?! სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა არაფერი გვეშველება!!! კი არ წააგო გაფარჩაკდა!!! ეხლა დასხდნენ და იმკითხავონ როგორ შეიძლება ჯგუფიდან გასვლა. მაგრამ საქმე რაშია იცით კიდევ, ესენი ჩერნოგორიასაც ვერ მოუგებენ!!! უკეთესია ეს თამაში გადაახვიონ და ივარჯიშონ ისწავლონ სროლა როგორ უნდა და ივარჯიშონ მერე!!! მაკფადენი კვარტალში ერთხელ ჩააგდებს და ჯორდანი გვგონია, ტეხავს..... ეეეეეჰ ჩაო ევროპა ჩაო..... ძალიან სამწუხაროა, რომ იმის გამო რომ სროლა არ იცი სროლის კომლექსი გჭირს და ამათ ყველა თამაშზე რა რაოდენობის დაკარგვებიც ააქვთ ეგ შეცდომები კი არა უკვე დოყლაპიობაა!!!! დასანანია რომ ბოლო ადგილზე ვამთავრებთ ჩვენ ქვეყანაში ჩატარებულ ევროს!!! ივარჯიშეთ ბიჭებო მეტი ივარჯიშეთ
S.O.S.
06 სექტემბერი 2022 23:10
10
აა, ამაშია საქმე, ჯიგარო? )))
ვვვ
07 სექტემბერი 2022 00:17
1
ბომბი ფრაზაა: "ძალიან სამწუხაროა, რომ იმის გამო რომ სროლა არ იცი სროლის კომლექსი გჭირს" ))))

პ.ს. სროლა იცი ან არ იცი. თუ არ შეგიძლია ყმაწვილობიდან, ივარჯიშე რამდენიც გინდა, აზრი არაქვს. მაგ ლოგიკით, ბენ სიმონსი მაგრად უნდა ისროდეს.
გივი
07 სექტემბერი 2022 01:15
3
მწარე რეალობამ ცუდ ხასიათზე დამაყენა, მაგრამ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ვინც გააზრებით გულშემატკივრობს და ცაში ფრთებშემოცლილი არ დაფრინავს ალბად დამეთანხმება, ჩემპიონატის 23 ე ნაკრებმა მოუგო 24 ეს, ჩვენი აუტსაიდერობა წინასწარ იკითხებოდა, თურქეთმა თავად ,,მოინდომა" და წააგო. თოკოს ყოფნაც ცოტად თუ შეცვლიდა განაჩენს. სადამ არ ვისწავლით მოვლენების სწორედ შეფასებას და სახელების დარქმევას, სადამ გმირებად ჩავთვლით 20 სროლიდან 5 ჩამგდებს, ეგოისტურად და ავანტურისტულად მოთამაშეს მხოლოდ ეპიზოდური გაბრწყინებებისთვის, სადამ აქცენტს არ გავაკეთებთ გუნდურობაზე, საზოგადოების ერთობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, განათლებაზე, პროფესიონალიზმზე, მეტ შრომაზე -გამარჯვებები არ იქნება.... უფრო ცუდი კი ის არის რომ კალათბურთს არც მომავალი ეზრდება , სრული ფიასკო 16,18 და 20 წლიანებშიც. უმწირესი რესურსის მიუხედავად კიდევ მერამდენედ გამოკვეთილად გამოჩნდა ზუროსის სისუსტე, ფაქტები სახეზეა, ...ახლა სწორება ფეხბურთზე, გაკვეთილები იქნებ კარგად შეისწავლონ, მაკედონია სასეირნოდ არ ჩამოვა...მარტო ხვიჩა რას გახდება? ,,ზედმეტი" ქებით თვალი არ ეცეს!, მაგალითები არ გვაქვს?! ქინქლაძეს მეტი ნიჭი ქონდა და არ გაანიავა?!
გუსანი
07 სექტემბერი 2022 01:36
9
Გუნდი შეხვდა ჩემპიონატს გადაღლილი, თამაშობენ შესაძლებლობენზე დაბლა, გარდა ახალგაზრდებისა, რომლებსაც მეტი ენერგია აქვთ - მამუკელაშვილი, ბითაძე, ალაგ ალაგ ანდრონიმაშვილი. ამის გამო ვერ ასწრებენ პერიმეტრის დაკეტვას, უჭირთ სხვა კომპომემტებშიც. Თურქეთთან თამაში თურქეთმა ჩააგდო და ამ ფონზე გამოანათეს მამუკელაშვილი-ანდრონიმაშვილმა. Მონტენეგრო გადაგვივლის.
Ასეთ ფორმაში მყოფი ბურჯანაძე ასევე ცინცაძე ნაკრებში დანაშაულია!
Irakli
06 სექტემბერი 2022 23:16
2
სანაძეც
კორმაზი
07 სექტემბერი 2022 00:58
1
ყველაზე სუსტი ნაკრები ვართ ნთელ ევრობასკეტზე!!!
გიორგი
07 სექტემბერი 2022 02:23
3
სწრაფი შეტევა არ გვაქვს, დაცვაში ვერ ვასწრებთ, სამქულიანის მსროლელი ერთი კაციც არ გვყავს, გამთამაშებელი არ გვყავს რომ ბურთი ამოძრაოს, უაზროდ ვკარგავთ ბევრ ბურთს, მაღალ ტემპს ვერ ვქაჩავთ, კლასი , ისიც საშუალო, აქვს 4 მოთამაშეს. არცერთი არ არის ოპტიმალურ ფორმაში. მოსამზადებელ თამაშებშიც ჩანდა ეს და რაც მოხდა ლოგიკურია. სამწუხაროდ არ , ან ვერ ვთამაშობთ თანამედროვე კალათბურთს.
Lindbergh
07 სექტემბერი 2022 01:04
0
ზუროსმა თავი ამოწურა. ჩვენი თამაში ყველამ შეისწავლა უკვე, ზუროსმა კი ახალი ვერაფერი შესთავაზა. ყველაფერთან ერთად გუნდი ფსიქოლოგიურად არ არის მზად. ამდენი უაზრო დაკარგვა, ხელის კანკალი და შეშინებული სროლები განსაკუთრებით სამიანებისას ამის მაჩვენებელია. ამის გარდა გაუგებარია რატომ არ მიეცა შანსი მოსამზადებელ პერიოდში იგივე ფევაძეს ან ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდებს. მოკლედ ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი ამ ევრობასკეტის შემდეგ, თუ გვინდა, რომ რეგრესი არ გაგრძელდეს.
არტ
06 სექტემბერი 2022 23:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული