დღეს, 7 სექტემბერს, A ჯგუფიდან გამსვლელი 2 გუნდი უნდა გამოვლინდეს. გერმანიაში გასამართ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯერ მხოლოდ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფის ოთხივე წევრი სხვადასხვა შანსით იბრძვის - ბელგია, მონტენეგრო, ბულგარეთი და საქართველო.
ჩვენი ნაკრების ჯგუფი
ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეზე დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუმცა ობიექტური ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ტრავმები. ბულგარეთთან დაპირისპირებას რომ შევეხოთ, ჩვენი გუნდი თურქეთთან რთული გამარჯვების შემდეგ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტული ჩანდა და საკუთარი თამაში ვერ იპოვა, მეტოქეებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ და სამქულიანებს წარმოუდგენელი პოზიციებიდან და სიზუსტით ესროდნენ. თუკი მოწინააღმდეგე ჩაგდებას ვერ ახერხებდა, მას მეორე შანსს ფარზე წაგებული ორთაბრძოლების შემდეგ ვაძლევდით.
საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობაზე ესპანეთის ნაკრების ბელგიასთან მარცხმაც იმოქმედა. სხვა შემთხვევაში ორი გამარჯვებით პლეი-ოფში გასასვლელად სხვის იმედად ყოფნა არ დაგვჭირდებოდა.
ახლა ყველას ბელგიის ქომაგობა გვიწევს, რომელსაც თავის მხრივ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. მატჩზე დასწრება უფასო იქნება და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ასევე ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, "თბილისი არენაზე" მისვლისკენ მოგვიწოდებენ.
ბელგია-ბულგარეთი 18:15 საათზე, საქართველო-მონტენეგრო კი 21:00 საათზე დაიწყება.
ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]
ხო შეიძლება წააგო მაგრამ გამართული გუნდი იყო, არა ჩვენი პრობლემა დაულაგებლობაა, ერთი რასაც ვერ დაუკარგავ ბძოლობენ რაც შეუძლიათ. ძაან სამწუხაროა!!!
საკვირველია შანსი კიდევ რომ გვაქვს, იმედია გამოვა რამე.