საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ დღეს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73:81 დამარცხდა.

ქართველთა მხრიდან გამოირჩა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მონტენეგროს ნაკრებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა იგორ დრობნიაკმა, "ბუდუჩნოსტის" კალათბურთელმა 22 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

ილიას ზუროსის გუნდმა 1 გამარჯვებითა და 4 მარცხით ჯგუფში ბოლო, მე-6 პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა.

A ჯგუფიდან გასვლა შეძლეს: ესპანეთმა, თურქეთმა, მონტენეგრომ და ბელგიამ.
მკითხველის კომენტარები / 103 /
ფედერაციას და კალათბურთელებს თუ უნდა მსოფლიოზე გასვლა ხომ ზუროსი დ მისი ასისტენტები რატო არ აკეთებენ გადადგომის თაობაზე განცხადებას...კიდო ამან უნდა გაიყვნოს გუნდი...შანსი ნული გვაქვს ამ შემთხვევაში...მიყვარს რატო არ გადადგა მწვრთნელი და მთლიანი შტაბი...ბოისასი და მარკოიშვილი გამკვირვებია
მოქალაქე
00:39 10-09-2022
1
საოცარია რა, ასეთი ჩავარდნა და ფედერაცია და ზუროსი დუმს, არ აპირებენ გადადგომას. უცხოელებს მაინც შეხედეთ, ორი-სამი ჩავარდნა და ან თვითონ მიდიან, ან ფედერაცია გადადგება მწვრთნელიანად. მარა ამათ არც მორალი, არც ზნეობა და არც თავმოყვარეობა გააჩნიათ.
Idki
20:37 09-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული