პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან 3 ქულით მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 40:43 მარცხდება.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი
19:25 წავაგეთ. მეორე პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესამე პერიოდიც იგივეა, რას გავს ახლა ამდენი უაზრო შეცდომა და ამდენი დაკარგვა საკუთარ ფარზე
ბს
20:27 14-11-2022
0
გარდა კაპიტნის დაკარგვისა და პერიმეტრის ბრალი არ არი ცუდი თამაში, სამწამიანს ვაგებთ და თუ არ გამოვასწორებთ არაფერი არ გვიშველის
ბს
20:05 14-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული